ექსკურსიებს მონატრებული მე

სკოლაში სწავლის პერიოდში ექსკურსია სასწავლო წლის დამამთავრებელი განუყრელი მოვლენა იყო. ხშირად ხდება ხოლმე, როცა კლასი მუდმივად გეგმავს სადმე წასვლას, თუმცა ხშირად საწადელს ვერ აღწევს (ეს უნივერსიტეტის პერიოდში უფრო გამოვცადე). ჩვენთვის კი ერთგვარ ტრადიციად ქცეული ექსკურსია ნამდვილად განსაკუთრებული დღე ან დღეები იყო, როცა გემრიელ საჭმელებთან ერთად ავიბარგებდით, მუდამ ერთსა და იმავე დანიშნულების ადგილას ვიკრიბებოდით და ამის შემდეგ განსაზღვრული მარშრუტით გავუდგებოდით გზას. ის ფაქტი, რომ დღეს საქართველოს სხვადასხვა კუთხისა თუ ქალაქის ნახვას ნაკლებად ვახერხებ, უფრო და უფრო მარწმუნებს ჩემი მცდელობების სისწორეში არ გამოვკლებოდი ექსკურსიებს ჩემი ქვეყნის გამორჩეული ადგილების სანახავად (მახსოვს როგორი იმედგაცრუება იყო, როცა ჩემი ერთადერთი “გაცდენა” ვარძიის სტუმრობას დაემთხვა). მოგზაურობასაც ალბათ მსგავსი მოგონებები გვაყვარებს.

საზღვარგარეთული ღირსშესანიშნაობების ნახვის შემდეგ კი ყველას შეუძლია დაინახოს, თუ რა როლს შეასრულებდა ტურიზმის ახალ დონეზე აყვანა ჩვენი ქვეყნის პროგრესისათვის სხვადასხვა სფეროში. ბევრი ამბობს, რომ სხვის მოედანზე ბალახი უფრო მწვანე გვგონია, თუმცა მე კი ვიტყოდი, რომ ბალახი იქ იქნება მწვანე, სადაც მას შესაფერისად მოუვლიან. აქვე არ მავიწყდება აზერბაიჯანის ერთ–ერთი წყაროს სანახავად გავლილი 16 კილომეტრი, რომელიც ამად არ ღირდა…

მოკლედ პოსტში მინდა ერთ–ერთი გამორჩეული ადგილის შესახებ გესაუბროთ, როგორიც ვაღიარებ ბევრი გვაქვს, თუმცა მე ჩემს ფავორიტს მოგახსენებთ. სკოლის პერიოდს რომ დავუბრუნდეთ, კლასის მუდმივი გარჩევა ჩვეულებრივ ექსკურსიის ლოკაციებს ეხებოდა. კახეთში ვიზიტზე საკმაოდ ადრევე დაიწყო კენჭისყრა, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვიყავით, რომ რამდენიმე დღე აუცილებელი იყო იქ თავმოყრილი მშვენიერების სანახავად.

ერთ–ერთი დღის პირველი ნახევარი კი ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმს დაეთმო. ჭიშკართან კვლავ გაიმართა დისკუსია, ოღონდ ამჯერად საკითხი შემდეგნაირად იდგა: გიდით თუ გიდის გარეშე. მოგეხსენებათ საგანმანათლებლო დაწესებულებიდან წამოსულებს ისტორიის ცოდნა არ გვაწყენდა, თან იმ დროისათვის არც გუგლთან გვქონდა აქტიური კავშირი, თუმცა რაოდენობრივად იმდენად ბევრი ვიყავით, ყველას თავის ნებაზე სურდა სიმწვანეში ჩაფლული სასახლის დათვალიერება, ამიტომ აზრი ორად გაიყო.

სხვადასხვა ადგილის დათვალიერების დროს გიდის მიერ მოყოლილი ისტორიების ნახევარი ჩემი სტატისტიკის მიხედვით არავის ახსოვს. თუმცა საბედნიეროდ, დღეს გუგლთან კონტაქტი, საბედნიეროდ, ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. რაც მახსოვს, კი არნახული სილამაზეა მწვანით მოსილი ლაბირინთების მსგავსი მამულისა. შეიძლება ფანტაზიებიც კი გაგიჩნდეთ, თუ როგორია ასეთ ყაიდაზე ცხოვრების სიამოვნება, როცა ამ ყველაფერს ყოველდღიურად აკვირდები და შენი მეგზურის, გიდის ან რომელიმე აუტანელი კლასელის ჩარევა უცებ რეალურ სამყაროში გაბრუნებს.

წინანდალის მშვენება კიდევ უფრო იქცევს ყურადღებას, როცა ფიქრს იქ არსებულ ღვინის საცავზე იწყებ. ბუნებრივია, ბავშვობაში ალკოჰოლით ნაკლებად დაინტერესებულს ეს ყველაფერი გონებაში იმდენად არ ჩამრჩენია, თუმცა დღეს ნებისმიერი ღვინის ტურიზმით დაინტერესებული ადამიანი გვერდს ვერ აუვლის (ან თუ აუვლის, საკუთარ თავს დააბრალოს) ამ მარნის ხილვით ტკბობას. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძემ საცავში თავისივე წარმოებულ ღვინოებთან ერთად უნიკალური, ევროპული ღვინის კოლექციაც შეაგროვა. მარნის მთავარი ღირსება კი მასში არსებული განსაკუთრებული მიკროკლიმატია იდეალური ღვინის დაძველება-შენახვისათვის.

ერთი სიამოვნებაა მუზეუმის დათვალიერება, რომელიც ბევრს მეტყველებს ჭავჭავაძეების უმშვენიერეს სამყოფელსა და იმდროინდელი ეპოქის გამოძახილზე. ალექსანდრეს სიკვდილის სცენა კი მეტ ტრაგიზმს მატებს ამ ყველაფერს, რომელიც სკოლის მოსწავლეზე უფრო დიდ გავლენას ახდენდა ექსკურსიის დროს, თუმცა არანაკლებ უმნიშვნელოა დაინტერესებულ პირთათვის. მთლიანობაში, ამ ადგილის ნახვა სავალდებულოც კი არის იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც საქართველოს გაცნობა სურს.

133

 

ვარსკვლავების სურნელი

ვარსკვლავებს,რომ ფული და სხვა სახის ქონება ბლომად გააჩნიათ ამაზე არავინ დაობს, მაგრამ ერთხელაც შეიძლება ისეთი რეგრესი განიცადოს მათმა კარიერამ,რომ ფუფუნების ყველა ნასახი მოულოდნელად გაქრეს.

სწორედ ამიტომ,ისინი მარტო თავიანთი პროფესიით დაკავებით არ კმაყოფილდებიან და სხვა ბიზნესებსაც აწარმოებენ. ბევრი სახის ბიზნესი არსებობს. მათ შორისაა ტანსაცმლის ხაზი, სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობა და აგრეთვე საკუთარი სახელით სუნამოების ხაზის გამოშვებაც, რომელიც საკმაოდ კარგ შემოსავალს წარმოადგენდა ვარსკვლავებისთვის, რადგან  მათი ყიდვა არც თუ ისე ხელმისაწვდომი იყო  ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

დღესდღეობით უკვე მათი შეძენა აღარაა ისეთი პრობლემატური და მისაღებ ფასად შეიძლება. აქვე წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს, მათი ფასები კი ნამდვილი  ფანებისთვის არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენს,რადგან ნებისმიერ თანხას გაიღებენ ალბათ მათ მოსაპოვებლად. აქედან გამომდინარეც იგი ძალიან კარგი ბიზნესია.

ავრილ ლავინი _ Black star 42.95$

ავრილ ლავინი _” Black star”

Continue reading

ნაცნობი მელოდია/სიმღერების ინტერპოლაცია

მოგეხსენებათ მუსიკის სფეროში ბევრნაირ შემოქმედებას ვაწყდებით,აქედან გამომდინარე შეიძლება საუკუნის ჰიტებსაც გადავაწყდეთ და რამდენიმე დღეში დავიწყებულ ნამუშევრებსაც.

ხშირად ისე ხდება,რომ რაიმე მელოდია იმდენად პოპულარული და წარმატებული ხდება, მისი რაღაც ნაწილის გამოყენების,შეცვლისა და გადაკეთების სურვილი  სხვა თაობისა თუ მუსიკალური მოღვაწეობის წარმომადგენლებს უჩნდებათ.

სწორედ ამას ეწოდება ინტერპოლაცია,ანუ ძველის განახლება და გადაკეთება, უკეთესად თუ უარესად ეს რა თქმა უნდა მუსიკოსზეა დამოკიდებული.

ამის ბევრი მაგალითი არსებობს და რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ პოსტში, ზოგი ორიგინალზე უფრო პოპულარული გახდა,ზოგიც კი სულ არ მიიღო მსმენელმა  ისე როგორც თავდაპირველი ვერსია.

1. ჯგუფ  ”the cranberries”-ის ერთ–ერთი ჰიტი zombie, რომელიც Mohombi–მ გადააკეთა და ამ პოპულარული სიმღერის მელოდია გამოიყენა სიმღერაში ”In your head”. თუმცა რა თქმა უნდა ადრინდელზე დიდი წარმატება არ მოუპოვებია და ამას არც ელოდა ალბათ ვინმე.

Continue reading

”ხმა”__ პერსპექტიული თუ უსამართლო შოუ?

ერთ–ერთ პოსტში  გესაუბრეთ ჯეოსელის გადაბარგებაზე რუსთავიდან იმედზე, სადაც ისინი ტყუილად ნამდვილად არ გადასულან.

მათი თანამშრომლობით იმედზე ახალი შოუ დაიწყო,რომელიც (როგორც ბევრი სხვა გადაცემა) ამერიკული და ბრიტანული პროექტების ანალოგი გახლავთ.

ძალიან გამიხარდა,როცა გავიგე,რომ ”The Voice ”–ის ანალოგიური შოუ ჩვენთანაც გაკეთდებოდა. შესაბამისად კარგ სანახაობას მოველოდი.

ეს მოლოდინი გარკვეულწილად განელდა,როცა გავიგე ჟიურის წევრების ვინაობა. დარწმუნებული ვარ ბევრს უკვირს ნინო ჩხეიძის ამ შოუში ყოფნა. მიუხედავად იმისა,რომ მან ”აღიარა” მე ჩემს გუნდს ”დარიდურებს” არ ვამღერებო მაინც ვერ გამიგია სხვა რა უნდა ასწავლოს ნინომ ბევრ უკვე გამოცდილ ახალგაზრდას ,რომელიც მას გაცილებით სჯობს ვოკალური მონაცემებით.

არავის გემოვნებაში არ ვერევი, მერაბ სეფაშვილი მე პირადად არ მიყვარს და ამიტომ დიდად არ გამხარებია მისი იქ ყოფნა. თუმცა ვთვლი,რომ საჭიროა მისნაირი მომღერლის პროექტში მონაწილეობა. ის რაღაცნაირად ტომ ჯონსის პოზიციებს ითავსებს,ჟანრს რა თქმა უნდა არ შევადარებ,მაგრამ პარალელი რომ გავავლოთ სხვას არავის შეესაბამება. Continue reading

ინტერვიუ CHASE-თან !!!

წინა პოსტში ერთ ძალიან საინტერესო ადამიანზე გიამბეთ,თანაც ძალიან მოკლედ,ამ პოსტში კი მის წარმატებაზე უფრო მეტს გაიგებთ.

დიახ! ინტერნეტში რომ ბევრი პიროვნების პოვნა შეიძლება ამაში ალბათ დამეთანხმებით,მაგრამ შეძლებთ თუ არა პირადად მისგან ბევრი უცნობი ინფორმაციის გაგებას?? ეს ალბათ ძალიან იშვიათია…

მოკლედ  ჩემი წინა პოსტის გმირი ჩემს მესიჯს გამოეხმაურა და მისგან ინტერვიუს აღებაზე დიდი სიამოვნებით დამთანხმდა…

ძალიან გამიხარდა,რომ ჩემი მკითხველი მის წარმატებებზე  უფრო დაწვრილებით შეიტყობს.

ამიტომ ვინც მისმა ამბებმა დაგაინტერესათ წაიკითხეთ ინტერვიუ და გაიგეთ მეტი ლაშას შესახებ.

ვიმეორებ,(მაინც,რაიმე გაუგებრობა რომ არ მოხდეს) ინტერვიუ არ არის დაკოპირებული არცერთი საიტიდან და მისი ავტორი მე გახლავართ 🙂

თავიდან გამოხმაურების ამბებს რა თქმა უნდა არ გამოვაქვეყნებ,ამიტომ პირდაპირ ჩემს კითხვებს და მის პასუხებს შემოგთავაზებთ:

Continue reading

ვინ არის CHASE,იგივე Lasha Kicks?

ქართველები რომ ძალიან ნიჭიერები არიან და მაღალი მწვერვალების დაპყრობაც შეუძლიათ ეს ნამდვილად ცნობილია და არავის უკვირს საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველების წარმატება სხვადასხვა სფეროში. 

იმ ახალგაზრდამ,რომელზეც ამ პოსტში მინდა გესაუბროთ  თავის ასაკთან შედარებით უკვე ბევრს მიაღწია.

ლაშა მამულაშვილი იგივე CHASE, იგივე Lasha Kicks  18 წლის ახალგაზრდა,ნიჭიერი მუსიკოსი გახლავთ,რომელიც წელს ბუდაპეშტში  Budapest Film Academy–ში ჩაირიცხა და ელექტრონული მუსიკის,პროდიუსინგისა და ხმის დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობს.

Continue reading

ბობის თავგადასავლი (ნაწილი III)

ბობმა დიდი ხანი იფიქრა თუ როგორ უნდა განეხორციელებინა მას და ჯეკსონს თავიანთი გეგმები ისე,რომ არ გამჟღავნებულიყო სინამდვილეში რაც ხდებოდა და რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მათი ხრიკები იყო.

მეორე დღესვე შეუდგა ის და ჯეკსონი ამისთვის მზადებას. სკოლაში განიხილავდნენ  თუ რა შეიძლებოდა გაეკეთებინათ, ათასგვარი სისულელე  მოიფიქრეს და მაინც რაღაცა სხვა ”ბუნებრივი” და უფრო დამაჯერებელი უნდოდათ რომ  გაეკეთებინათ.

___ ხომ გეუბნები ისევ პირველ იდეას უნდა მივუბრუნდეთ__ უჩიჩინებდა ჯეკსონი__ როცა  შენი დედ_მამა დაბრუნდება…

___ ჯეკსონ!! ხომ გითხარი ჯეიდენი სახლში მარტო  უნდა იყოს, ასე უფრო იოლად შევძლებთ მის გაცურებას და გავაქცევთ სახლიდან,მერე მშობლებსაც დავარწმუნებთ იმაში,რომ მოჩვენებები მართლაც არსებობენ.

___ კი,მაგრამ  ხომ თქვა არ მეშინიაო…

___ ჰაჰ  შენ მართლა გგონია,რომ არ ეშინია… ეს ისე თქვა იმიტომ,რომ მოჩვენება არასოდეს უნახავს,მაგრამ ჩვენ საპირისპიროს დავუმტკიცებთ.

Continue reading

CinemaGraphs (კინოგრაფები)

ალბათ შეამჩნევდით,რომ ბლოგზე ძალიან თვალში საცემი გახდა ერთგვარი ფოტოები,რომლებიც არც ფოტოებია და არც ვიდეობი, კერძოდ რაღაც გარდამავალია მათ შორის.

ამ სახის ფოტოხელოვნების მიმდინარეობას  კინოგრაფები ეწოდება.

თავდაპირველად მსგავსი იმპროვიზაცია ნიუ–იორკელმა ვიზუალის დიზაინერებმა ჯეიმი ბექმა და კევინ ბერგმა შექმნეს. მათი დევიზი კი გახლდათ ასეთი : ” მეტი ვიდრე სურათი,მაგრამ არც მთლად ვიდეო…”

როგორც ხედავთ კინოგრაფები  ძალიან კარგი და მოსახერხებელი არის  სხვადასხვა გვერდების (თუნდაც ბლოგების) გასაფორმებლად.

რა თქმა უნდა თითოეულ მათგანში გარკვეული აზრი დევს და თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ თუ სად განათავსებთ მათ.

აქ კი რამდენიმე კინოგრაფს შემოგთავაზებთ,რომლებიც ძალიან მომწონს და ვფიქრობ თქვენც  მოგეწონებათ.

მათ დასათვალიერებლად გახსენით თითოეული მათგანი,რათა არა სურათი არამედ კინოგრაფი დაინახოთ 🙂

Continue reading

ვარსკვლავების ”დამალობანა”

ყველასთვის ცნობილია,რომ ვარსკვლავებისა და ”სელებრითების” ცხოვრება” ყველას აინტერესებს და მათი პაპარაცული ფოტოების ხელში ჩაგდება არაერთს უნდა,თუმცა ხშირად პაპარაცებს იმდენად ზედმეტი მოსდით რომ,  ვარსკვლავები ცდილობენ თავს დამალვით უშველონ და საკმაოდ სასაცილოდაც გამოიყურებიან.

მე პირადად სრულიად ვეთანხმები მათ პოზიციას.გასაგებია,რომ  ფილმის პრემიერაზე ან კონცერტზე ყოფნისას ყველას აქვს უფლება  გადაიღოს მათი ქმედებები ,(ფანებსაც კი) მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათაც აქვთ სურვილი ქუჩაში მშვიდად გაიარონ. შეიძლება მათ ასე დაფიქსირება ფორმაში არყოფნის გამო არ უნდათ ან რაღაც გარკვეულ ადგილზე მათი გამოჭერის ან თუნდაც უბრალოდ არ სიამოვნებთ ზედმეტი ყურადღება და ის,რომ სულ ვიღაცები უთვალთვალებენ და აკონტროლებენ,რათა შემდეგ მათ საქციელებზე ისაუბრონ და გაჭორონ ისინი.

სწორედ ასეთ შემთხვევებში გადაღებული რამდენიმე ფოტო მინდა შემოგთავაზოთ,სადაც ვარსკვლავების სახე თითქმის სულ არ ჩანს,რადგან ცდილობენ არ მოხვდნენ პაპარაცების ობიექტივში.(მიუხედავად იმისა,რომ ეს არ გამოსდით)

მე კი ამგვარ ფოტოებს უბრალოდ ”დამალობანას” ვუწოდებდი და ასე თუ ისე მაინც გავამართლებდი ვარსკვლავების ქცევას.

ბიონსე

Continue reading

ოლიმპიური თამაშები დასრულდა

გუშინ,12 აგვისტოს ზაფხულის  ოლიმპიური თამაშები სულ ცოტა 4 წლით დაგვემშვიდობა. მომავალი ოლიმპიადა კი ბრაზილიაში,რიოში ჩატარდება.

ლონდონის გახსნა–დახურვის ცერემონიები კი ალბათ კიდევ დიდხანს დაამახსოვრდება ხალხს,რადგანაც ძალიან საინტერესოდ და გრანდიოზულად გახლდათ დაგეგმილიც და შესრულებულიც.

გახსნაზე ინგლისის თითქმის მთელი ისტორია იყო განსახიერებული და უამრავი ხალხიც იყო ჩართული ამ პროექტში. ამ ყველაფრის რეჟისორი და დამდგმელი კი 52 წლის სტივენ დალდრი გახლდათ,რომელმაც ამ უზარმაზარ სამზადისში ჩაბმა დიდი ხნით ადრე დაგეგმა,რათა თავის დროზე ხალხისთვის ასეთი სანახაობა ეჩვენებინა. ყოველ ოლიმპიადაზე ცდილობენ ქვეყნები წინაზე უკეთესი ცერემონიები შემოგვთავაზონ, ვნახოთ ბრაზილია თუ შეძლებს უკეთესი შთაბეჭდილება მოახდინოს ჩვენზე,მანამდე კი 4 წელია და დაველოდოთ რა მოხდება. 

Continue reading