ვარსკვლავების სურნელი

ვარსკვლავებს,რომ ფული და სხვა სახის ქონება ბლომად გააჩნიათ ამაზე არავინ დაობს, მაგრამ ერთხელაც შეიძლება ისეთი რეგრესი განიცადოს მათმა კარიერამ,რომ ფუფუნების ყველა ნასახი მოულოდნელად გაქრეს.

სწორედ ამიტომ,ისინი მარტო თავიანთი პროფესიით დაკავებით არ კმაყოფილდებიან და სხვა ბიზნესებსაც აწარმოებენ. ბევრი სახის ბიზნესი არსებობს. მათ შორისაა ტანსაცმლის ხაზი, სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობა და აგრეთვე საკუთარი სახელით სუნამოების ხაზის გამოშვებაც, რომელიც საკმაოდ კარგ შემოსავალს წარმოადგენდა ვარსკვლავებისთვის, რადგან  მათი ყიდვა არც თუ ისე ხელმისაწვდომი იყო  ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

დღესდღეობით უკვე მათი შეძენა აღარაა ისეთი პრობლემატური და მისაღებ ფასად შეიძლება. აქვე წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს, მათი ფასები კი ნამდვილი  ფანებისთვის არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენს,რადგან ნებისმიერ თანხას გაიღებენ ალბათ მათ მოსაპოვებლად. აქედან გამომდინარეც იგი ძალიან კარგი ბიზნესია.

ავრილ ლავინი _ Black star 42.95$

ავრილ ლავინი _” Black star”

Continue reading

Advertisements

ნაცნობი მელოდია/სიმღერების ინტერპოლაცია

მოგეხსენებათ მუსიკის სფეროში ბევრნაირ შემოქმედებას ვაწყდებით,აქედან გამომდინარე შეიძლება საუკუნის ჰიტებსაც გადავაწყდეთ და რამდენიმე დღეში დავიწყებულ ნამუშევრებსაც.

ხშირად ისე ხდება,რომ რაიმე მელოდია იმდენად პოპულარული და წარმატებული ხდება, მისი რაღაც ნაწილის გამოყენების,შეცვლისა და გადაკეთების სურვილი  სხვა თაობისა თუ მუსიკალური მოღვაწეობის წარმომადგენლებს უჩნდებათ.

სწორედ ამას ეწოდება ინტერპოლაცია,ანუ ძველის განახლება და გადაკეთება, უკეთესად თუ უარესად ეს რა თქმა უნდა მუსიკოსზეა დამოკიდებული.

ამის ბევრი მაგალითი არსებობს და რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ პოსტში, ზოგი ორიგინალზე უფრო პოპულარული გახდა,ზოგიც კი სულ არ მიიღო მსმენელმა  ისე როგორც თავდაპირველი ვერსია.

1. ჯგუფ  ”the cranberries”-ის ერთ–ერთი ჰიტი zombie, რომელიც Mohombi–მ გადააკეთა და ამ პოპულარული სიმღერის მელოდია გამოიყენა სიმღერაში ”In your head”. თუმცა რა თქმა უნდა ადრინდელზე დიდი წარმატება არ მოუპოვებია და ამას არც ელოდა ალბათ ვინმე.

Continue reading

”ხმა”__ პერსპექტიული თუ უსამართლო შოუ?

ერთ–ერთ პოსტში  გესაუბრეთ ჯეოსელის გადაბარგებაზე რუსთავიდან იმედზე, სადაც ისინი ტყუილად ნამდვილად არ გადასულან.

მათი თანამშრომლობით იმედზე ახალი შოუ დაიწყო,რომელიც (როგორც ბევრი სხვა გადაცემა) ამერიკული და ბრიტანული პროექტების ანალოგი გახლავთ.

ძალიან გამიხარდა,როცა გავიგე,რომ ”The Voice ”–ის ანალოგიური შოუ ჩვენთანაც გაკეთდებოდა. შესაბამისად კარგ სანახაობას მოველოდი.

ეს მოლოდინი გარკვეულწილად განელდა,როცა გავიგე ჟიურის წევრების ვინაობა. დარწმუნებული ვარ ბევრს უკვირს ნინო ჩხეიძის ამ შოუში ყოფნა. მიუხედავად იმისა,რომ მან ”აღიარა” მე ჩემს გუნდს ”დარიდურებს” არ ვამღერებო მაინც ვერ გამიგია სხვა რა უნდა ასწავლოს ნინომ ბევრ უკვე გამოცდილ ახალგაზრდას ,რომელიც მას გაცილებით სჯობს ვოკალური მონაცემებით.

არავის გემოვნებაში არ ვერევი, მერაბ სეფაშვილი მე პირადად არ მიყვარს და ამიტომ დიდად არ გამხარებია მისი იქ ყოფნა. თუმცა ვთვლი,რომ საჭიროა მისნაირი მომღერლის პროექტში მონაწილეობა. ის რაღაცნაირად ტომ ჯონსის პოზიციებს ითავსებს,ჟანრს რა თქმა უნდა არ შევადარებ,მაგრამ პარალელი რომ გავავლოთ სხვას არავის შეესაბამება. Continue reading

ინტერვიუ CHASE-თან !!!

წინა პოსტში ერთ ძალიან საინტერესო ადამიანზე გიამბეთ,თანაც ძალიან მოკლედ,ამ პოსტში კი მის წარმატებაზე უფრო მეტს გაიგებთ.

დიახ! ინტერნეტში რომ ბევრი პიროვნების პოვნა შეიძლება ამაში ალბათ დამეთანხმებით,მაგრამ შეძლებთ თუ არა პირადად მისგან ბევრი უცნობი ინფორმაციის გაგებას?? ეს ალბათ ძალიან იშვიათია…

მოკლედ  ჩემი წინა პოსტის გმირი ჩემს მესიჯს გამოეხმაურა და მისგან ინტერვიუს აღებაზე დიდი სიამოვნებით დამთანხმდა…

ძალიან გამიხარდა,რომ ჩემი მკითხველი მის წარმატებებზე  უფრო დაწვრილებით შეიტყობს.

ამიტომ ვინც მისმა ამბებმა დაგაინტერესათ წაიკითხეთ ინტერვიუ და გაიგეთ მეტი ლაშას შესახებ.

ვიმეორებ,(მაინც,რაიმე გაუგებრობა რომ არ მოხდეს) ინტერვიუ არ არის დაკოპირებული არცერთი საიტიდან და მისი ავტორი მე გახლავართ 🙂

თავიდან გამოხმაურების ამბებს რა თქმა უნდა არ გამოვაქვეყნებ,ამიტომ პირდაპირ ჩემს კითხვებს და მის პასუხებს შემოგთავაზებთ:

Continue reading

ვინ არის CHASE,იგივე Lasha Kicks?

ქართველები რომ ძალიან ნიჭიერები არიან და მაღალი მწვერვალების დაპყრობაც შეუძლიათ ეს ნამდვილად ცნობილია და არავის უკვირს საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველების წარმატება სხვადასხვა სფეროში. 

იმ ახალგაზრდამ,რომელზეც ამ პოსტში მინდა გესაუბროთ  თავის ასაკთან შედარებით უკვე ბევრს მიაღწია.

ლაშა მამულაშვილი იგივე CHASE, იგივე Lasha Kicks  18 წლის ახალგაზრდა,ნიჭიერი მუსიკოსი გახლავთ,რომელიც წელს ბუდაპეშტში  Budapest Film Academy–ში ჩაირიცხა და ელექტრონული მუსიკის,პროდიუსინგისა და ხმის დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობს.

Continue reading

ბობის თავგადასავლი (ნაწილი III)

ბობმა დიდი ხანი იფიქრა თუ როგორ უნდა განეხორციელებინა მას და ჯეკსონს თავიანთი გეგმები ისე,რომ არ გამჟღავნებულიყო სინამდვილეში რაც ხდებოდა და რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მათი ხრიკები იყო.

მეორე დღესვე შეუდგა ის და ჯეკსონი ამისთვის მზადებას. სკოლაში განიხილავდნენ  თუ რა შეიძლებოდა გაეკეთებინათ, ათასგვარი სისულელე  მოიფიქრეს და მაინც რაღაცა სხვა ”ბუნებრივი” და უფრო დამაჯერებელი უნდოდათ რომ  გაეკეთებინათ.

___ ხომ გეუბნები ისევ პირველ იდეას უნდა მივუბრუნდეთ__ უჩიჩინებდა ჯეკსონი__ როცა  შენი დედ_მამა დაბრუნდება…

___ ჯეკსონ!! ხომ გითხარი ჯეიდენი სახლში მარტო  უნდა იყოს, ასე უფრო იოლად შევძლებთ მის გაცურებას და გავაქცევთ სახლიდან,მერე მშობლებსაც დავარწმუნებთ იმაში,რომ მოჩვენებები მართლაც არსებობენ.

___ კი,მაგრამ  ხომ თქვა არ მეშინიაო…

___ ჰაჰ  შენ მართლა გგონია,რომ არ ეშინია… ეს ისე თქვა იმიტომ,რომ მოჩვენება არასოდეს უნახავს,მაგრამ ჩვენ საპირისპიროს დავუმტკიცებთ.

Continue reading

CinemaGraphs (კინოგრაფები)

ალბათ შეამჩნევდით,რომ ბლოგზე ძალიან თვალში საცემი გახდა ერთგვარი ფოტოები,რომლებიც არც ფოტოებია და არც ვიდეობი, კერძოდ რაღაც გარდამავალია მათ შორის.

ამ სახის ფოტოხელოვნების მიმდინარეობას  კინოგრაფები ეწოდება.

თავდაპირველად მსგავსი იმპროვიზაცია ნიუ–იორკელმა ვიზუალის დიზაინერებმა ჯეიმი ბექმა და კევინ ბერგმა შექმნეს. მათი დევიზი კი გახლდათ ასეთი : ” მეტი ვიდრე სურათი,მაგრამ არც მთლად ვიდეო…”

როგორც ხედავთ კინოგრაფები  ძალიან კარგი და მოსახერხებელი არის  სხვადასხვა გვერდების (თუნდაც ბლოგების) გასაფორმებლად.

რა თქმა უნდა თითოეულ მათგანში გარკვეული აზრი დევს და თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ თუ სად განათავსებთ მათ.

აქ კი რამდენიმე კინოგრაფს შემოგთავაზებთ,რომლებიც ძალიან მომწონს და ვფიქრობ თქვენც  მოგეწონებათ.

მათ დასათვალიერებლად გახსენით თითოეული მათგანი,რათა არა სურათი არამედ კინოგრაფი დაინახოთ 🙂

Continue reading

ვარსკვლავების ”დამალობანა”

ყველასთვის ცნობილია,რომ ვარსკვლავებისა და ”სელებრითების” ცხოვრება” ყველას აინტერესებს და მათი პაპარაცული ფოტოების ხელში ჩაგდება არაერთს უნდა,თუმცა ხშირად პაპარაცებს იმდენად ზედმეტი მოსდით რომ,  ვარსკვლავები ცდილობენ თავს დამალვით უშველონ და საკმაოდ სასაცილოდაც გამოიყურებიან.

მე პირადად სრულიად ვეთანხმები მათ პოზიციას.გასაგებია,რომ  ფილმის პრემიერაზე ან კონცერტზე ყოფნისას ყველას აქვს უფლება  გადაიღოს მათი ქმედებები ,(ფანებსაც კი) მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათაც აქვთ სურვილი ქუჩაში მშვიდად გაიარონ. შეიძლება მათ ასე დაფიქსირება ფორმაში არყოფნის გამო არ უნდათ ან რაღაც გარკვეულ ადგილზე მათი გამოჭერის ან თუნდაც უბრალოდ არ სიამოვნებთ ზედმეტი ყურადღება და ის,რომ სულ ვიღაცები უთვალთვალებენ და აკონტროლებენ,რათა შემდეგ მათ საქციელებზე ისაუბრონ და გაჭორონ ისინი.

სწორედ ასეთ შემთხვევებში გადაღებული რამდენიმე ფოტო მინდა შემოგთავაზოთ,სადაც ვარსკვლავების სახე თითქმის სულ არ ჩანს,რადგან ცდილობენ არ მოხვდნენ პაპარაცების ობიექტივში.(მიუხედავად იმისა,რომ ეს არ გამოსდით)

მე კი ამგვარ ფოტოებს უბრალოდ ”დამალობანას” ვუწოდებდი და ასე თუ ისე მაინც გავამართლებდი ვარსკვლავების ქცევას.

ბიონსე

Continue reading

ოლიმპიური თამაშები დასრულდა

გუშინ,12 აგვისტოს ზაფხულის  ოლიმპიური თამაშები სულ ცოტა 4 წლით დაგვემშვიდობა. მომავალი ოლიმპიადა კი ბრაზილიაში,რიოში ჩატარდება.

ლონდონის გახსნა–დახურვის ცერემონიები კი ალბათ კიდევ დიდხანს დაამახსოვრდება ხალხს,რადგანაც ძალიან საინტერესოდ და გრანდიოზულად გახლდათ დაგეგმილიც და შესრულებულიც.

გახსნაზე ინგლისის თითქმის მთელი ისტორია იყო განსახიერებული და უამრავი ხალხიც იყო ჩართული ამ პროექტში. ამ ყველაფრის რეჟისორი და დამდგმელი კი 52 წლის სტივენ დალდრი გახლდათ,რომელმაც ამ უზარმაზარ სამზადისში ჩაბმა დიდი ხნით ადრე დაგეგმა,რათა თავის დროზე ხალხისთვის ასეთი სანახაობა ეჩვენებინა. ყოველ ოლიმპიადაზე ცდილობენ ქვეყნები წინაზე უკეთესი ცერემონიები შემოგვთავაზონ, ვნახოთ ბრაზილია თუ შეძლებს უკეთესი შთაბეჭდილება მოახდინოს ჩვენზე,მანამდე კი 4 წელია და დაველოდოთ რა მოხდება. 

Continue reading

ბობის თავგადასავალი (ნაწილი II)

ბობიმ როგორღაც გაუძლო 2–კვირიან სასჯელის ვადას და სიხარულით ცას ეწია,როცა ყველაფერი დამთავრდა.  ახლა ხომ შესაძლებლობა ჰქონდა თავისი გეგმები ჯეკსონთან ერთად განეხორციელებინა და ყველასთვის  დაემტკიცებინა,რომ მოჩვენებები მართლაც არსებობენ. ბობი ბოლო წამებს ითვლიდა სასჯელის დამთავრებისას: 3…2…1   და როცა დარწმუნდა,რომ მართლაც ამოიწურა 2–კვირიანი ვადა ყვირილით ოთახიდან  გამოვარდა  და კიბეებზე დაეშვა… თუმცა უეცრად  შეჩერდა,რადგანაც  ვიღაც უცხო ქალს მოჰკრა თვალი.  Continue reading