ცოტა რამ ჩემ შესახებ…

მოგესალმებით!!!

მე ვარ ნინო,15 წლის, სკოლის მოსწავლე და ჩვეულებრივი ადამიანი, ხანდახან არაჩვეულებრივი იდეებითა და აზრებით.ეს არაჩვეულებრივი მართლა ისეთი არაჩვეულებრივი კი არაა,უბრალოდ ჩემთვისაა საინტერესო და ჩემს ჭიას ვახარებ,როგორც იტყვიან  ამ იდეებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ მომავალში უფრო სერიოზული საქმეებისთვისაც გამომადგება…

რამდენიმე წინადადებით გაგაცნობთ თავს,რომ იცოდეთ ვის ბლოგს კითხულობთ: (თორემ  საკუთარ თავზე საუბარი ალბათ თქვენც მოგეხსენებათ არც თუ ისე იოლია,თუმცა ჩვენ თავზე უკეთ ვინ უნდა გვიცნობდეს)

ვსწავლობ ჩვეულებრივად,იმიტომ,რომ ჩემს სწავლას არ მივიჩნევ რამე განსაკუთრებულად,შეიძლება ვინც მიცნობს ეს გაუკვირდეს,მაგრამ სხვებთან შედარებით უფრო მეტი რამის კეთება არ ნიშნავს იყო ძალიან მაგარი   რაღაც საქმეში. ( ყოველ შემთხვევაში მე ასე მივიჩნევ)

ვცდილობ ვიყო ისეთი როგორიც ვარ. არაფერს ვაშავებ,ამიტომ არ ვფიქრობ შევიცვალო. თუ რამეს არასწორად გავაკეთებ იმის გამოსწორებაზე აუცილებლად ვზრუნავ.

ვაფასებ  ყველასა და ყველაფერს,ვინც და რაც ღირსეულია, თავისი საქმის მცოდნეებსა და პროფესიონალებს. სულ ვამბობ რომ, შეიძლება აკადემიკოსი არ გახდე,მაგრამ იცოდე რაღაც საქმე,რისი გაკეთებაც გიყვარს და საკუთარი თავის ფასი. გჯეროდეს,რომ რაც არ უნდა იყოს, რაღაცად ღირხარ და არავის მისცე შენი დაჩაგვრის უფლება…

 მიყვარს  დედა, და, მეგობრები,ნათესავები, შემწვარი კარტოფილი, ფილმების ყურება,სიმღერა,ცეკვა, წიგნის კითხვა, ხატვა,ინტერნეტში ძრომიალი… ეს ალბათ დაუსრულებელი სიაა,რომელსაც კიდე ბევრი რამე და ვინმე მიემატება ცხოვრებაში.

არ მიყვარს  უსამართლოდ მიღებული შენიშვნები, ზედმეტი ქება და საერთოდ ცინიკური ქმედებები.

ვერ ვიტან როცა რაიმეს დიდი იმედით ველი და მერე რაღაცის გამო ჩაიშლება ან ტყუილი აღმოჩნდება.

ვოცნებობ  ხალხისთვის საყვარელი და ცნობილი მომღერალი გავხდე… 🙂

მინდა ახდეს ჩემი ოცნება 🙂 კიდევ ბევრი რამე მინდა,მაგრამ ამ ყველაფერს ჩემი შრომით მივაღწევ,თუ იღბალიც ჩემს გვერდით იქნება რა თქმა უნდა.

ერთი გამორჩეული კუმირი არ მყავს,როგორც ვთქვი,ყველას ვაფასებ ვინც თავის სფეროში ღირსეულია,თუმცა საყვარელი ვარსკვლავები მყავს და ხშირად ვწერ მათზე,რომელი უფრო მიყვარს ამ პოსტების დახმარებით გაიგეთ.

ეს ძალიან მცირე ინფორმაციაა,მაგრამ  პოსტების მეშვეობით იმედია უკეთ გაიგებთ ჩემ ინტერესებსა და აზრებს ამა თუ იმ საკითხის შესახებ, ამიტომ არ დაიზაროთ მისი კითხვა და საინეტერესო და სახალისო პოსტებით თავის გართობა. კომენტარებსაც ნუ დაიშურებთ 🙂

8 thoughts on “ცოტა რამ ჩემ შესახებ…

  1. კაი ხარ კაი :დ
    “ვერ ვიტან როცა რაიმეს დიდი იმედით ველი და მერე რაღაცის გამო ჩაიშლება ან ტყუილი აღმოჩნდება.”- ამას ვერც მე ვერ ვიტან 😐

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s