ბობის თავგადასავალი (ნაწილი I)

ყოველთვის როცა პოსტს ვწერ,ფილმი ”ჯაშუში ჰარიეტი–ბლოგების ბრძოლა” მახსენდება,როცა ჰარიეტი ამოწმებს კომენტარებსა და ბლოგის სტუმრებს …

თავდაპირველად ყველაფერი ცუდად მიდის და მისი გამოგონილი ამბებით ვერ ახერხებს მკითხველის მოზიდვას (ჩემს ბლოგზე გამოგონილი ამბები არ არის,თუმცა დიდი პოპულარობით მაინც არ სარგებლობს)…

ამიტომ გადავწყვიტე ახლა შემოგთავაზოთ განსხვავებული სტილის პოსტი,კერძოდ კი ჩემი პატარა ნაწარმოები და თუ ვინმეს დააინტერესებს მის გაგრძელებას აუცილებლად შემოგთავაზებთ.

აბა დავიწყე საცდელი პირველი თავის თქვენთვის გაზიარება…

Continue reading

Advertisements

პოსტერების გამოცნობა (კინოგურმანებისათვის)

დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგანს უამრავი ფილმი აქვს ნანახი,თუმცა მათ ამოცნობას პოსტერების მეშვეობით ვერ ახერხებს.

რა თქმა უნდა არაა საუბარი ისეთ პოსტერებზე,რომლებზეც მთავარი გმირებია გამოსახული და გამოცნობაც შესაბამისად ადვილია.
არსებობს ისეთი პოსტერებიც,რომლებზე მხოლოდ ერთი შეხედვით ვერ მიხვდებით ფილმის სახელწოდებას,თუ ის პოსტერი არ გაქვთ ნახული.
ამიტომ ბლოგის მკითხველებო იაქტიურეთ და გამოიცანით აქ მოცემული პოსტერები,რომლებსაც მოშორებული აქვს სახელწოდებები და მათზე არც ფილმის მთავარი გმირებია გამოსახული.
ვისაც დააინტერესებს და სურვილი გაუჩნება მიიღოს მონაწილეობა,კომენტარებში დაწეროს ფილმის ნომერი და სახელწოდება.
ეს არც ისე რთულია და დარწმუნებული ვარ ყველას გეცნობათ აქ მოცემული პოსტერები,ამიტომ გაიხსენეთ რომელ ფილმებს შეიძლება ასახავდნენ ისინი და მხოლოდ სახალისოდ და გასართობად მიიღეთ მონაწილეობა.
წარმატებებს გისურვებთ!!!

1.  Continue reading

ვარსკვლავური კაპრიზები

მორიგი პოსტი ვარსკვლავების შესახებ…

როგორც ხედავთ ბლოგზე ჭარბობს ამ თემასთან დაკავშირებული პოსტები…

თუმცა ვფიქრობ საინტერესოა ის რასაც მათ შესახებ გიყვებით…

მოგეხსენებათ ვარსკვლავებს ყოველთვის იდეალურის და საუკეთესოს მიღება სურთ,თუმცა ზოგს ზედმეტიც მოსდის და ეს მოთხოვნები და სურვილები კაპრიზებში გადადის.

აქ გაგაცნობთ ვარსკვლავების ყველაზე კაპრიზულ მოთხოვნილებებს.

მაშ ასე:

1953 წლის კანის ფესტივალზე ფრანგი ვარსკვლავი ბრიჯიტ ბარდო მიიწვიეს. სექსსიმბოლოს ნახვა უამრავ ადამიანს ოცნებად ჰქონდა ქცეული. მსახიობმა კი განაცხადა,რომ საზოგადოების წინაშე მხოლოდ მაშინ წარსდგებოდა,თუ შამპანურის აბაზანას გაუმზადებდნენ.  Continue reading

როგორები იყვნენ ვარსკვლავები,სანამ ცნობილები გახდებოდნენ

ძვირფასი სამოსის,პლასტიკური ოპერაციებისა და მაკიაჟის გარეშე ისინი სულაც არ გვანან მათ, ვისაც ახლა წარმოადგენენ–– მოდურ და იდეალურ ვარსკვლავებს.

აქ ჩვეულებრივი მოკვდავები არიან. სამაგიეროდ ერთი უეჭველი უპირატესობა აქვთ  –––ისინი ახალგაზრდები არიან.

აქ გიჩვენებთ რამდენიმე  ვარსკვლავს, რომლებიც ზემოთხსენებულ ადამიანთა სიაში არიან და სანამ ვარსკვლავები გახდებოდნენ სულაც არ იყვნენ ისეთი უნიკალურები და იდეალურები,როგორებიც დღეს არიან.

ბიონსე

ბიონსე

Continue reading

რატომ ”გაცვალა” ჯეოსელმა რუსთავი 2 იმედში ??

სულ ახლახან იმედზე გამოჩნდა ახალი სატელევიზიო პროგრამის რეკლამა, ამერიკული ”the voice”–ისა  და სხვა მსგავსი გადაცემების ქართული ანალოგი__” ხმა ”.

როგორც რეკლამებიდან შევატყვე საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს და ბევრი ნიჭიერი თუ უნიჭო ადამიანის ყურადღებას მიიქცევს…

მაგრამ ამასთანავე დაუკვირდით იმასაც,რომ გადაცემის წამყვანი დუტა გახლავთ. ხოლო პროექტის ერთ–ერთი სპონსორი__”ჯეოსელი”. 

პარალელურად რუსთავი 2–ზეც დაიწყო ახალი გადაცემის დაანონსება,”საქართველოს ვარსკვლავი” ადრინდელი ”ჯეოსტარის” ზუსტი ანალოგი უნდა იყოს, რადგანაც შინაარსიც იგივე აქვს და რეკლამებშიც ”American Idol”–ის  ეპიზოდებია, განსხვავება მარტო იმაშია,რომ ის უკვე აღარაა კონცენტრირებული  ჯეო_ვარსკვლავების აღმოჩენზე, არამედ უბრალოდ საქართველოს ვარსკვლავების… Continue reading

დინამიკური ხელოვნება 3D

ჩინეთში ერთ–ერთმა ხელოვანმა ადამიანმა თავის შვილთან ერთად შექმნა 3D ფერწერა,რომელიც ძალიან შთამბეჭდავია და ამაში თავად დარწმუნდებით…

ეს გამოფენა 2012 წლის 7 ივლისს გაიხსნა და 6 აგვისტომდე ღია იქნება.

არა მგონია ჯერჯერობით ჩინეთში წასვლა გქონდეთ გადაწყვეტილი და  სამწუხაროდ ვერც ამ სილამაზეს ვერ იხილავთ, (ჩემი არ იყოს) ამიტომ ფოტოებიდან დავტკბეთ ამ სანახაობით.

Continue reading

ვარსკვლავების არავარსკვლავური საქციელები

ყველას მოგეხსენებათ ვარსკვლავების ყოველდღიური ცხოვრება და საზოგადოებაში გამოჩენა მათზე ”დაგეშილ” პაპარაცებისთვის შანსია,რათა ისინი უხერხულ სიტუაციებში წაისწრონ და დააფიქსირონ…

რა თქმა უნდა ვარსკვლავები  ცდილობენ ნაკლებად შეუქმნან მათ ეს კომფორტი,მაგრამ გამონაკლისებიც არსებობს. ისინიც ხომ ადამიანები არიან და ასეთი შემთხვევებიც მოსდით…

აქ გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს,რომლებიც  უხერხულ სიტუაციებში გამოიჭირეს პაპარაცებმა.

ჰილარი სუონკი ასე აღნიშნავდა ოსკარის მიღებას  😀

Continue reading

ROCK თუ RAP ???

ეს შეკითხვა იმდენად ხშირია,ნებისმიერ სხვა კატეგორიებს შორის სხვაობასა და დაპირისპირებას უსწრებს თავისი რეიტინგით.

როკი თუ რეპი??

როკერებს უფრო მეტი ფანები ჰყავთ თუ რეპერებს?? 

Continue reading

დიდი ცხვირი__ნაკლი თუ სილამაზის საიდულმო?

მოგეხსენებათ ადამიანთან საუბრისას ან მისი მოსმენისას მუდმივად ვაკვირდებით მას,გვინდა თუ არა ეს,უნებურად თუ გამიზნულად და მის სახეზე აღბეჭდილ ემოციებს ვხედავთ.

ჩვეულებრივ,ადამიანს თვალებში ვუყურებთ და ვუსმენთ,მაგრამ ჩემთვის დაკვირვების საგანი სახეზე პირველ რიგში ცხვირია 🙂 ამაზე შეიძლება ვიღაცას გაეცინოს…

არ ვიცი რატომ მაგრამ ჩემთვის ყველაზე ყურადღების მისაქცევი სახის ეს ნაწილი გახლავთ და ამას ყოველთვის ავღნიშნავ.  Continue reading

DANCE AGAIN…

ბევრი ჟანრის ფილმი არსებობს,მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელია მელოდრამისა და მუსიკალური ჟანრის ფილმები,კერძოდ კი ფილმები რომლებშიც ჩართულია ცეკვის ელემენტები ან მთლიანად დაფუძნებულია ცეკვებზე…ესეც ალბათ იმიტომ,რომ ცეკვა მიყვარს და ნებისმიერ ჟანრს ვაფასებ,რომელიც გამოყენებული იქნება ფილმში,იქნება ეს ბალეტი,ბრეიკი თუ ჰიპ ჰოპი…

მინდა  ჩემთვის საყვარელი რამდენიმე ფილმი გაგაცნოთ,იქნებ თქვენთვის ნაცნობი ან საყვარელი ფილმი იყოს რომელიმე… თითიოეულ მათგანში არის ცეკვაზე სიგიჟემდე შეყვარებული გმირები,რომლებიც მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებენ და ცეკვის საშუალებით გამოხატავენ თავიანთ ემოციებსა და სათქმელს…

1. პირველი რა თქმა უნდა არის თანამედროვე ცეკვის ფილმებს შორის ჩემთვის საუკეთესო ფილმი    ”ნაბიჯი წინ”___”step up” 

იგი მისი სამივე ნაწილით ლიდერობს  და მასში გამოყენებული ცეკვები პროფესიონალების ნამუშევარია,რაშიც თავად დარწმუნდებით.

მის პირველ ნაწილში კლასიკური ცეკვისა და ჰიპ ჰოპის შერწყმაა ნაჩვენები,რომელსაც შესანიშნავად გადმოსცემენ ფილმის მთავარი  გმირები  ჩენინგ ტატუმი და ჯენა დივეინი.

Continue reading