DANCE AGAIN…

ბევრი ჟანრის ფილმი არსებობს,მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელია მელოდრამისა და მუსიკალური ჟანრის ფილმები,კერძოდ კი ფილმები რომლებშიც ჩართულია ცეკვის ელემენტები ან მთლიანად დაფუძნებულია ცეკვებზე…ესეც ალბათ იმიტომ,რომ ცეკვა მიყვარს და ნებისმიერ ჟანრს ვაფასებ,რომელიც გამოყენებული იქნება ფილმში,იქნება ეს ბალეტი,ბრეიკი თუ ჰიპ ჰოპი…

მინდა  ჩემთვის საყვარელი რამდენიმე ფილმი გაგაცნოთ,იქნებ თქვენთვის ნაცნობი ან საყვარელი ფილმი იყოს რომელიმე… თითიოეულ მათგანში არის ცეკვაზე სიგიჟემდე შეყვარებული გმირები,რომლებიც მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებენ და ცეკვის საშუალებით გამოხატავენ თავიანთ ემოციებსა და სათქმელს…

1. პირველი რა თქმა უნდა არის თანამედროვე ცეკვის ფილმებს შორის ჩემთვის საუკეთესო ფილმი    ”ნაბიჯი წინ”___”step up” 

იგი მისი სამივე ნაწილით ლიდერობს  და მასში გამოყენებული ცეკვები პროფესიონალების ნამუშევარია,რაშიც თავად დარწმუნდებით.

მის პირველ ნაწილში კლასიკური ცეკვისა და ჰიპ ჰოპის შერწყმაა ნაჩვენები,რომელსაც შესანიშნავად გადმოსცემენ ფილმის მთავარი  გმირები  ჩენინგ ტატუმი და ჯენა დივეინი.

Continue reading

Advertisements