ვარსკვლავთა ფსევდონიმები

ყურადღებას მიაქცევდით ვინმეს რომ ეთქვა: ” შეხედეთ სცენაზე მარშალ ბრიუს მაზერს მესამეა…”? ალბათ არც კი გაიხედავდით…

მაგრამ როცა ამბობენ: ” შეეგებეთ…ემინემი!!! ” ფანებისა და მელომანების მთელი არმია ტაშითა და აპლოდისმენტებით ხვდება ვარსკვლავს.

სულ მცირე,თუ  კეთილგანწყობილნი არიან ამა თუ იმ პიროვნების მიმართ,საკუთარი ემოციით გამოხატავენ  რეაქციას,მაგრამ როცა მათ ნამდვილ სახელსა და გვარს გაიგონებენ ვერც კი   მიხვდებიან  ვისზეა საუბარი…

რატომღაც დამაინტერესა ცნობილი ადამიანების ნამდვილმა სახელწოდებებმა და მინდა რამდენიმე მათგანი გაგაცნოთ.

თუ დავუკვირდებით ამ სახელებს,ნამდვილად მივხვდებით თუ რატომ არჩიეს ვარსკვლავებმა  ფსევდონიმებითა და უფრო ადვილად დასამახსოვრებელი სახელებით წარმდგარიყვნენ მაყურებლების წინაშე. მაშ ასე:

 

Continue reading

წინდაუხედავი თუ გამარჯვების მოსაპოვებელი ნაბიჯი…

ვროვიზია  წელს   57-ჯერ  აიღებს  სტარტს, ამჯერად   აზერბაიჯანში, 16 მაისს, სადაც 42 ქვეყანა  გამარჯვებისთვის იბრძოლებს  და  სრულიად ახალ  საკონკურსო  სიმღერებს შემოგვთავაზებს. 

საქართველოს ისტორია ევროვიზიაში  იწყება  2007 წლიდან და იქიდან მოყოლებული  ჩვენც  დიდი  აზარტით ვადევნებთ თვალყურს  კონკურსის  მსვლელობას. 6-მა  ქართველმა წარმომადგენელმა  იგემა ევროვიზიის მარცხი თუ წარმატება,  წელს  კი  ყველაზე  ”მაღალდიაპაზონიანი”  და ამბიციური  ანრი ჯოხაძის ჯერიც დადგა,რომელიც წინა შესარჩევი  ტურიდან გამარჯვებას დაგვპირდა. მის შესაძლებლობებში  ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ  მისივე სიტყვები უნდა გავიხსენო  2008  წელს,როცა  დიანა  ღურწკაიას  ბექებში ყოფნისა  და მე-17 ადგილის მერე  თამამად განაცხადა,რომ  ეს პროექტი სრული  პოლიტიკური  ხასიათის მატარებელი იყო  და  ყველამ იცოდა,  რომ იმ  ევროვიზიას დიმა ბილანი  მოიგებდა. თუმცა როგორც  ეტყობა მაინც განუახლდა  ევროვიზიის დაპყრობის  სურვილი  და  ამჯერად  სოლისტის  როლში  სცადა ბედი.  სიმართლე  რომ ვთქვათ  მის გარდა  არც არავის ჰქონდა  წინაშესარჩევი  კონკურსის მოგების შანსი   და სრულიად სამართლიანად   მოიპოვა ეს გამარჯვება.

Continue reading