DANCE AGAIN…

ბევრი ჟანრის ფილმი არსებობს,მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელია მელოდრამისა და მუსიკალური ჟანრის ფილმები,კერძოდ კი ფილმები რომლებშიც ჩართულია ცეკვის ელემენტები ან მთლიანად დაფუძნებულია ცეკვებზე…ესეც ალბათ იმიტომ,რომ ცეკვა მიყვარს და ნებისმიერ ჟანრს ვაფასებ,რომელიც გამოყენებული იქნება ფილმში,იქნება ეს ბალეტი,ბრეიკი თუ ჰიპ ჰოპი…

მინდა  ჩემთვის საყვარელი რამდენიმე ფილმი გაგაცნოთ,იქნებ თქვენთვის ნაცნობი ან საყვარელი ფილმი იყოს რომელიმე… თითიოეულ მათგანში არის ცეკვაზე სიგიჟემდე შეყვარებული გმირები,რომლებიც მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებენ და ცეკვის საშუალებით გამოხატავენ თავიანთ ემოციებსა და სათქმელს…

1. პირველი რა თქმა უნდა არის თანამედროვე ცეკვის ფილმებს შორის ჩემთვის საუკეთესო ფილმი    ”ნაბიჯი წინ”___”step up” 

იგი მისი სამივე ნაწილით ლიდერობს  და მასში გამოყენებული ცეკვები პროფესიონალების ნამუშევარია,რაშიც თავად დარწმუნდებით.

მის პირველ ნაწილში კლასიკური ცეკვისა და ჰიპ ჰოპის შერწყმაა ნაჩვენები,რომელსაც შესანიშნავად გადმოსცემენ ფილმის მთავარი  გმირები  ჩენინგ ტატუმი და ჯენა დივეინი.

Continue reading

”კაცების შოუ”

უკვე რამდენი ხანია ”ღამის შოუს სტუდია” ჩვენს მოხიბვლას სხვადასხვანაირი  კომედიური თუ გასართობი გადაცემებით ცდილობს. მის ძირითად შემადგენლობას კი  4 სცენარისტი  და ყოფილი”კავეენშიკი” წარმოადგენს: ირაკლი კაკაბაძე,დავით ლაბაძე,ირაკლი ვახტანგიშვილი და გიორგი ჯანელიძე (ამ უკანასკნელის ხუმრობებზე ყველაზე მეტად მეცინება).თავიდან  ჯგუფმა იმედზე ფეხის მოკიდება  ყველასთვის ცნობილი და საყვარელი  სერიალის ” შუა ქალაქში”–ის  სცენარისტობით დაიწყო  და ეს პროექტი ძალიან წარმატებული  გამოდგა.ირაკლი კაკაბაძე ამბობდა:” სულ ვიძახდი,რომ ამერიკული ”Friends”-ის ქართული ვერსია გაგვეკეთებინა და როგორც იქნა შევძელით,ის რომ ხალხს ეს  სერიალი ძალიან შეუყვარდაო”.თუმცა  ამერიკული სერიალის მსგავსად,რომელმაც 10 წელი მაღალი რეიტინიგითა და პოპულიარობით  დაამახსოვრა თავი  ყველას,  ქართული ვერსია დღეს ისეთი ყურებადი  ნამდვილად არ არის. ალბათ ყველას გახსოვთ,თუ როგორ უყვარდა ეს სერიალი ხალხს და დღეს ეს ისე აღარ იგრძნობა  რაც იმას ნიშნავს,რომ ახალმა ვერსიამ  ისე ვერ გაამართლა როგორსაც მოელოდნენ.თუმცა შეგახსენებთ,რომ ეს მათი პირველი წამოწყება იყო და ამაზე არ შეჩერებულან. ამ სერიალის პარალელურად მიდიოდა ”ღამის შოუ”,რომელიც ჩემთვის პირადად ნორმალური გასართობი გადაცემა იყო,თუმცა რა თქმა უნდა  ყველას ისე არ დააინტერესა და რეიტინგიც არ ”უვარგოდა”.ამას სცენარისტები თავადვე აღიარებენ,ამიტომაც  ეს გადაცემა მალევე  დახურა.  ამას კვლავ სერიალი მოჰყვა. არა  კომედიური,თუმცა არანაკლებ პოპულიარული __”გოგონა გარეუბნიდან”. დამახასიათებელი როლებისა და მსახიობების გამო  მაყურებელმა ეს  სერიალი მალევე შეიყვარა და  საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

Continue reading