ვარსკვლავების სურნელი

ვარსკვლავებს,რომ ფული და სხვა სახის ქონება ბლომად გააჩნიათ ამაზე არავინ დაობს, მაგრამ ერთხელაც შეიძლება ისეთი რეგრესი განიცადოს მათმა კარიერამ,რომ ფუფუნების ყველა ნასახი მოულოდნელად გაქრეს.

სწორედ ამიტომ,ისინი მარტო თავიანთი პროფესიით დაკავებით არ კმაყოფილდებიან და სხვა ბიზნესებსაც აწარმოებენ. ბევრი სახის ბიზნესი არსებობს. მათ შორისაა ტანსაცმლის ხაზი, სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობა და აგრეთვე საკუთარი სახელით სუნამოების ხაზის გამოშვებაც, რომელიც საკმაოდ კარგ შემოსავალს წარმოადგენდა ვარსკვლავებისთვის, რადგან  მათი ყიდვა არც თუ ისე ხელმისაწვდომი იყო  ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

დღესდღეობით უკვე მათი შეძენა აღარაა ისეთი პრობლემატური და მისაღებ ფასად შეიძლება. აქვე წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს, მათი ფასები კი ნამდვილი  ფანებისთვის არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენს,რადგან ნებისმიერ თანხას გაიღებენ ალბათ მათ მოსაპოვებლად. აქედან გამომდინარეც იგი ძალიან კარგი ბიზნესია.

ავრილ ლავინი _ Black star 42.95$

ავრილ ლავინი _” Black star”

Continue reading

Advertisements

ვარსკვლავების ”დამალობანა”

ყველასთვის ცნობილია,რომ ვარსკვლავებისა და ”სელებრითების” ცხოვრება” ყველას აინტერესებს და მათი პაპარაცული ფოტოების ხელში ჩაგდება არაერთს უნდა,თუმცა ხშირად პაპარაცებს იმდენად ზედმეტი მოსდით რომ,  ვარსკვლავები ცდილობენ თავს დამალვით უშველონ და საკმაოდ სასაცილოდაც გამოიყურებიან.

მე პირადად სრულიად ვეთანხმები მათ პოზიციას.გასაგებია,რომ  ფილმის პრემიერაზე ან კონცერტზე ყოფნისას ყველას აქვს უფლება  გადაიღოს მათი ქმედებები ,(ფანებსაც კი) მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათაც აქვთ სურვილი ქუჩაში მშვიდად გაიარონ. შეიძლება მათ ასე დაფიქსირება ფორმაში არყოფნის გამო არ უნდათ ან რაღაც გარკვეულ ადგილზე მათი გამოჭერის ან თუნდაც უბრალოდ არ სიამოვნებთ ზედმეტი ყურადღება და ის,რომ სულ ვიღაცები უთვალთვალებენ და აკონტროლებენ,რათა შემდეგ მათ საქციელებზე ისაუბრონ და გაჭორონ ისინი.

სწორედ ასეთ შემთხვევებში გადაღებული რამდენიმე ფოტო მინდა შემოგთავაზოთ,სადაც ვარსკვლავების სახე თითქმის სულ არ ჩანს,რადგან ცდილობენ არ მოხვდნენ პაპარაცების ობიექტივში.(მიუხედავად იმისა,რომ ეს არ გამოსდით)

მე კი ამგვარ ფოტოებს უბრალოდ ”დამალობანას” ვუწოდებდი და ასე თუ ისე მაინც გავამართლებდი ვარსკვლავების ქცევას.

ბიონსე

Continue reading

ვარსკვლავური კაპრიზები

მორიგი პოსტი ვარსკვლავების შესახებ…

როგორც ხედავთ ბლოგზე ჭარბობს ამ თემასთან დაკავშირებული პოსტები…

თუმცა ვფიქრობ საინტერესოა ის რასაც მათ შესახებ გიყვებით…

მოგეხსენებათ ვარსკვლავებს ყოველთვის იდეალურის და საუკეთესოს მიღება სურთ,თუმცა ზოგს ზედმეტიც მოსდის და ეს მოთხოვნები და სურვილები კაპრიზებში გადადის.

აქ გაგაცნობთ ვარსკვლავების ყველაზე კაპრიზულ მოთხოვნილებებს.

მაშ ასე:

1953 წლის კანის ფესტივალზე ფრანგი ვარსკვლავი ბრიჯიტ ბარდო მიიწვიეს. სექსსიმბოლოს ნახვა უამრავ ადამიანს ოცნებად ჰქონდა ქცეული. მსახიობმა კი განაცხადა,რომ საზოგადოების წინაშე მხოლოდ მაშინ წარსდგებოდა,თუ შამპანურის აბაზანას გაუმზადებდნენ.  Continue reading

როგორები იყვნენ ვარსკვლავები,სანამ ცნობილები გახდებოდნენ

ძვირფასი სამოსის,პლასტიკური ოპერაციებისა და მაკიაჟის გარეშე ისინი სულაც არ გვანან მათ, ვისაც ახლა წარმოადგენენ–– მოდურ და იდეალურ ვარსკვლავებს.

აქ ჩვეულებრივი მოკვდავები არიან. სამაგიეროდ ერთი უეჭველი უპირატესობა აქვთ  –––ისინი ახალგაზრდები არიან.

აქ გიჩვენებთ რამდენიმე  ვარსკვლავს, რომლებიც ზემოთხსენებულ ადამიანთა სიაში არიან და სანამ ვარსკვლავები გახდებოდნენ სულაც არ იყვნენ ისეთი უნიკალურები და იდეალურები,როგორებიც დღეს არიან.

ბიონსე

ბიონსე

Continue reading

ვარსკვლავების არავარსკვლავური საქციელები

ყველას მოგეხსენებათ ვარსკვლავების ყოველდღიური ცხოვრება და საზოგადოებაში გამოჩენა მათზე ”დაგეშილ” პაპარაცებისთვის შანსია,რათა ისინი უხერხულ სიტუაციებში წაისწრონ და დააფიქსირონ…

რა თქმა უნდა ვარსკვლავები  ცდილობენ ნაკლებად შეუქმნან მათ ეს კომფორტი,მაგრამ გამონაკლისებიც არსებობს. ისინიც ხომ ადამიანები არიან და ასეთი შემთხვევებიც მოსდით…

აქ გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს,რომლებიც  უხერხულ სიტუაციებში გამოიჭირეს პაპარაცებმა.

ჰილარი სუონკი ასე აღნიშნავდა ოსკარის მიღებას  😀

Continue reading

ვარსკვლავთა ფსევდონიმები

ყურადღებას მიაქცევდით ვინმეს რომ ეთქვა: ” შეხედეთ სცენაზე მარშალ ბრიუს მაზერს მესამეა…”? ალბათ არც კი გაიხედავდით…

მაგრამ როცა ამბობენ: ” შეეგებეთ…ემინემი!!! ” ფანებისა და მელომანების მთელი არმია ტაშითა და აპლოდისმენტებით ხვდება ვარსკვლავს.

სულ მცირე,თუ  კეთილგანწყობილნი არიან ამა თუ იმ პიროვნების მიმართ,საკუთარი ემოციით გამოხატავენ  რეაქციას,მაგრამ როცა მათ ნამდვილ სახელსა და გვარს გაიგონებენ ვერც კი   მიხვდებიან  ვისზეა საუბარი…

რატომღაც დამაინტერესა ცნობილი ადამიანების ნამდვილმა სახელწოდებებმა და მინდა რამდენიმე მათგანი გაგაცნოთ.

თუ დავუკვირდებით ამ სახელებს,ნამდვილად მივხვდებით თუ რატომ არჩიეს ვარსკვლავებმა  ფსევდონიმებითა და უფრო ადვილად დასამახსოვრებელი სახელებით წარმდგარიყვნენ მაყურებლების წინაშე. მაშ ასე:

 

Continue reading