ნაცნობი მელოდია/სიმღერების ინტერპოლაცია

მოგეხსენებათ მუსიკის სფეროში ბევრნაირ შემოქმედებას ვაწყდებით,აქედან გამომდინარე შეიძლება საუკუნის ჰიტებსაც გადავაწყდეთ და რამდენიმე დღეში დავიწყებულ ნამუშევრებსაც.

ხშირად ისე ხდება,რომ რაიმე მელოდია იმდენად პოპულარული და წარმატებული ხდება, მისი რაღაც ნაწილის გამოყენების,შეცვლისა და გადაკეთების სურვილი  სხვა თაობისა თუ მუსიკალური მოღვაწეობის წარმომადგენლებს უჩნდებათ.

სწორედ ამას ეწოდება ინტერპოლაცია,ანუ ძველის განახლება და გადაკეთება, უკეთესად თუ უარესად ეს რა თქმა უნდა მუსიკოსზეა დამოკიდებული.

ამის ბევრი მაგალითი არსებობს და რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ პოსტში, ზოგი ორიგინალზე უფრო პოპულარული გახდა,ზოგიც კი სულ არ მიიღო მსმენელმა  ისე როგორც თავდაპირველი ვერსია.

1. ჯგუფ  ”the cranberries”-ის ერთ–ერთი ჰიტი zombie, რომელიც Mohombi–მ გადააკეთა და ამ პოპულარული სიმღერის მელოდია გამოიყენა სიმღერაში ”In your head”. თუმცა რა თქმა უნდა ადრინდელზე დიდი წარმატება არ მოუპოვებია და ამას არც ელოდა ალბათ ვინმე.

2. ფილმი  ”ბინძური ცეკვები”–ის საუნდტრეკი The time of my life კი ჯგუფმა ”The black eyed peas ”–მა  გამოიყენა სიმღერაში dirty bit.

3. კიდევ ერთი მაგალითი გახლავთ kaoma–ს ლამბადას გადაკეთება ჯეი ლოსა და პიტბულის მიერ, ”on the floor”  თავის ჟანრში საკმაოდ წარმატებული გამოდგა.

4. ტყუპების დუეტს  ”jedward”–საც აქვს  გაკეთებული რამდენიმე სიმღერის ინტერპოლაცია. მაგალითად ”blink 182”-ის ”all the small things”  და ” ice ice baby” რომლის ახალი ვერსიაც თავად ”vanilla ice”–ის  წევრთან გააკეთეს.

5. ეს კი ყველასთვის ცნობილი სიმღერის ”I love rock’n roll ”–ის  ბრიტნისეული ვარიანტია, რომელიც ამ სიმღერის ერთადერთი ინტერპოლაცია არ არის.

6. ბრიუს სპრინგსტონის ” Santa claus is coming to town” სიმღერა ბევრნაირად იქნა გადაკეთებული, ერთ–ერთი ვარიანტი კი  მაიკლ ბაბლს ეკუთვნის.

7. ძალიან პოპულარული გახდა ეტა ჯეიმსის ”something’s got a hold on me ”–ის სიმღერის ერთი მონაკვეთი,რომელიც   FLO RIDA–ამ და  AVICII–იმ გამოყენეს, ეს სიმღერები კი ”Good feeling ” და ”Levels” გახლავთ.

ინტერპოლაციის კიდევ ბევრი მაგალითი არსებობს, თუმცა ალბათ ისეთი წარმატებული არ გამოდგა,რომ თავი დაემახსოვრებინა, მაგრამ ორიგინალის პოპულარობას ვერც აქ ჩამოთვლილი სიმღერები უწევენ კონკურენციას,  ალბათ როგორც ძველი ფილმების რიმეიქები კეთდება აქაც ისევეა და ამ მიზნით სულაც არ არის ცუდი მათი მელოდიის გამოყენება, თუ კარგი რამე გამოვა და მსმენელს მოეწონება.

Advertisements

2 thoughts on “ნაცნობი მელოდია/სიმღერების ინტერპოლაცია

  1. ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო უთქვამთ ერთ დროს და მართალიცაა. :დ
    რაც შეეხება სიმღერების ინტერპოლაციას, გამართლებულად მიმაჩნია და ვფრიქრობ, რომ ეს ყველაფერი ძველ სიმღერებს ახალ სიცოცხლეს სძენს 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s