”ხმა”__ პერსპექტიული თუ უსამართლო შოუ?

ერთ–ერთ პოსტში  გესაუბრეთ ჯეოსელის გადაბარგებაზე რუსთავიდან იმედზე, სადაც ისინი ტყუილად ნამდვილად არ გადასულან.

მათი თანამშრომლობით იმედზე ახალი შოუ დაიწყო,რომელიც (როგორც ბევრი სხვა გადაცემა) ამერიკული და ბრიტანული პროექტების ანალოგი გახლავთ.

ძალიან გამიხარდა,როცა გავიგე,რომ ”The Voice ”–ის ანალოგიური შოუ ჩვენთანაც გაკეთდებოდა. შესაბამისად კარგ სანახაობას მოველოდი.

ეს მოლოდინი გარკვეულწილად განელდა,როცა გავიგე ჟიურის წევრების ვინაობა. დარწმუნებული ვარ ბევრს უკვირს ნინო ჩხეიძის ამ შოუში ყოფნა. მიუხედავად იმისა,რომ მან ”აღიარა” მე ჩემს გუნდს ”დარიდურებს” არ ვამღერებო მაინც ვერ გამიგია სხვა რა უნდა ასწავლოს ნინომ ბევრ უკვე გამოცდილ ახალგაზრდას ,რომელიც მას გაცილებით სჯობს ვოკალური მონაცემებით.

არავის გემოვნებაში არ ვერევი, მერაბ სეფაშვილი მე პირადად არ მიყვარს და ამიტომ დიდად არ გამხარებია მისი იქ ყოფნა. თუმცა ვთვლი,რომ საჭიროა მისნაირი მომღერლის პროექტში მონაწილეობა. ის რაღაცნაირად ტომ ჯონსის პოზიციებს ითავსებს,ჟანრს რა თქმა უნდა არ შევადარებ,მაგრამ პარალელი რომ გავავლოთ სხვას არავის შეესაბამება.

მაია და სტეფანე ალბათ ყველაზე კარგად უხდებიან შოუს ფორმატს და მომღერლების უმეტესობის რჩეულებიც ისინი არიან თუ არჩევანზე მიდგა საქმე. მაგრამ კონკურსანტის გამოსვლის დროს უნდა მოეშვან ლაპარაკს და გარჩევას,მთლიანობაში კი  მათ ყოფნას გადაცემაში მართლა ვაფასებ და მინდა ასე გააგრძელონ.

და ბოლოს დათო, რომელსაც ბევრი ადამიანი არც იცნობდა და აქედან გამომდინარე ხშირად რჩება იმ კონკურსანტის გარეშე,ვინც ასე ძალიან უნდა… მაგრამ მან თუ ვინმე მოიწონა ეს უკვე დიდი მიღწევაა. იგი ნამდვილად აღმოჩენებს ეძებს და არ მინდა ისე მოხდეს,რომ იმედები გაუცრუვდეს და საერთოდ სუსტი გუნდის ამარა დარჩეს.

ეს რაც შეეხებოდა ჟიურის… კონკურსანტების კმაყოფილი ვარ თუ არა ამას ჯერ ვერ ვიტყვი,იმიტომ რომ ჯერ ერთი დღის ”ბრმა კასტინგი”  ვნახე,თუმცა მაინც უფრო ძლიერ ნაკადს ველი შემდეგ გადაცემებში.

შეიძლება პირველი დღის საფუძველზე იფიქრო,რომ ჯერ ყველაფერი წინ არის და ზოგიერთი ლაფსუსი გამოსწორდება,მაგრამ რაც ვნახე ბევრ უსამართლობას ჰქონდა ადგილი…ჯერ ერთი არადამაჯერებელია და  მეორეც ნამდვილად არაა გასასამართლებელი საბუთი ის,რომ ნინო ჩხეიძე ისე გაიტაცა  ერთ–ერთი კონკურსანტის ნამღერმა ღილაკზე თითის დაჭერა დაავიწყდა. ასეთი სისულელით თავის გამართლებას სჯობს თქვა,რომ არ მოგეწონა და არ დააჭირე…

ან რატომ უნდა იძახოდეს დათო: ”ჩხეიძე!! ეს შენია და დააჭირეო” და ასე გაუგებრობის ნიადაგზე არცერთი არ აჭერს და კარგი მომღერალი იჩაგრება… 

არ ვიცი რამდენს გახსოვთ ”ნიჭიერი”–დან ნადინ ზახარიანი, რომელიც ძალიან მაგარი ვოკალის პატრონია და დაამტკიცა კიდევ იქ, თუმცა ნახევარფინალს ვერ გასცდა და ახლა აქ სცადა ბედი. არანაირად არ მეგონა თუ მის ნამღერს არ დააფასებდნენ და ასე გაუშვებდნენ სახლში, ძალიან დამწყდა გული მასზე…

სხვაზე რაღა უნდა ვთქვა,როცა პროექტში ”Golden Talant ”–ის გამარჯვებული სალომე ქათამაძე გამოჩნდა. ისე უნდა ვაღიაროთ,რომ თუ რამის გაკეთება არ შეგვიძლია ხელი არ უნდა მოვკიდოთ.  ეს ”Golden Talant ” რომ ჩატარდა და ამდენი ხალხი ჩამოვიდა კონკურსანტებიდან დაწყებული ცნობილი მომღერლებით დამთავრებული არანაირი დამფინანსებელი არ ჰყავდა პროექტს??  სალომე ფულადი პრიზის გარეშე დარჩა, მოლდოველი გამარჯვებული საშა (რომელმაც მერე ევროვიზიაზე სცადა ბედი) ასევე ფულადი პრემიის გარეშე დარჩა და ორგანიზატორები კიდევ სხვებს აბრალიან,რომ ამაზე პასუხისმგებლობა მათ მოვალეობაში არ შედიოდა…            რა ექნა ამ ჩვენს სალომეს, ”გრემი”–ს პრეზიდენტმა დააფასა მისი ვოკალური მონაცემები და ჩვენ ჩვენი კარგი ვერ დავაფასეთ. ვინც არ იცნობდა იმ ხალხისთვის თავის შესაყვარებლად და ვინც იცნობდა მათთვის თავის შესახსენებლად  მოვიდა ამ შოუში და როგორც იქნა ამით დათოსაც ეშველა…

ამიტომაც თუ ცოტას დახვეწენ პროექტის მიმდონარეობას და ასეთი უსამართლობები არ მოხდება ნამდვილად მივესალმები ამ გადაცემას, მანამდე კი ჯერ პერსპექტიულობა ვერ დავინახე მასში და ვნახოთ აწი რა მოხდება 🙂

Advertisements

5 thoughts on “”ხმა”__ პერსპექტიული თუ უსამართლო შოუ?

  1. ხო მეც ბევრი რამეე არ მომეწონაა განსაკუთრებით ნინო ჟიურში:)) და შენ კრიტიკას სავსებით ვეთანხმები,, რაც შეეხება სტეფანეს და მაიას ჩემი აზრით მშვენიერი ჩანაფიქრია,, უფრო მაია ვიდრე სტეფანეე ( ჩემს თვალში) ხოო მეც ძალიან დამწყდა გული რომ ბევრი დაიჩაგრა შოუში მაგრამ პირველი იყო და იმედიაა პროექტი კარგ შედეგს მოიტანს:))

    • გეთანხმები,რომ მაია უფრო კარგი ჩანაფიქრია პროექტისთვის ვიდრე სტეფანე,მაგრამ ორივე მოუხდა შოუს 🙂 თუმცა სტეფანეს ”პროფესიონალიზმით” მე დიდად არ ვარ მოხიბლული 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s