ინტერვიუ CHASE-თან !!!

წინა პოსტში ერთ ძალიან საინტერესო ადამიანზე გიამბეთ,თანაც ძალიან მოკლედ,ამ პოსტში კი მის წარმატებაზე უფრო მეტს გაიგებთ.

დიახ! ინტერნეტში რომ ბევრი პიროვნების პოვნა შეიძლება ამაში ალბათ დამეთანხმებით,მაგრამ შეძლებთ თუ არა პირადად მისგან ბევრი უცნობი ინფორმაციის გაგებას?? ეს ალბათ ძალიან იშვიათია…

მოკლედ  ჩემი წინა პოსტის გმირი ჩემს მესიჯს გამოეხმაურა და მისგან ინტერვიუს აღებაზე დიდი სიამოვნებით დამთანხმდა…

ძალიან გამიხარდა,რომ ჩემი მკითხველი მის წარმატებებზე  უფრო დაწვრილებით შეიტყობს.

ამიტომ ვინც მისმა ამბებმა დაგაინტერესათ წაიკითხეთ ინტერვიუ და გაიგეთ მეტი ლაშას შესახებ.

ვიმეორებ,(მაინც,რაიმე გაუგებრობა რომ არ მოხდეს) ინტერვიუ არ არის დაკოპირებული არცერთი საიტიდან და მისი ავტორი მე გახლავართ 🙂

თავიდან გამოხმაურების ამბებს რა თქმა უნდა არ გამოვაქვეყნებ,ამიტომ პირდაპირ ჩემს კითხვებს და მის პასუხებს შემოგთავაზებთ:

___   მე პირადად და ალბათ ბევრმა ადამიანმა ”music box”–ის რეპორტაჟის შემდეგ შეიტყო თქვენს შესახებ და გაიგო,რომ ”ნაბიჯი წინ”_ის მოცეკვავეების ერთ–ერთ ვიდეოში თქვენ მიერ შექმნილი მუსიკა არის გამოყენებული. მოგვიყევით,როგორ აღმოჩნდა თქვენი მუსიკა ამ ვიდეოში? 

___  კი გეთანხმებით. ”step up”-ის  ”addict” ფანი გავხდი,განსაკუთრებით მეორე ნაწილის,იმიტომ რომ ჩემი აზრით ყველაზე უნიკალურია და  განსხვავებული, ქუჩის ცეკვების სტანდარტებს ცდება, არ ზის კონკრეტულ  სტილში, მაგალითად  poppong,krump,breakdance და ასე შემდეგ… რობერტ ჰოფმანი ჩემი კუმირი გახდა თავისი სტილით, ცეკვის მანერებითა და ხასიათით. სულ ვცდილობდი ჩემი სტილი შემექმნა,მაგრამ ბევრ რამეში ვბაძავდი. მინდოდა ის მოძრაობები ისევე კარგად გამეკეთებინა,როგორც რობი აკეთებდა. იმ მანერებით და იმ ხასიათით,ასე თუ ისე შევძელი და მეგობრებმა Chase შემარქვეს და ახლაც ყველა ასე მომმართავს.

ერთ დღესაც ჩემს ცეკვის დარბაზში გადავიღე ვიდეო,სადაც ვარ 15 წლის და ეს ვიდეო ავტვირთე YouTube-ზე, სახელით  Robert Hoffman’s son. ვერასდროს წარმოვიდგენდი,მხოლოდ ოცნებაში,რომ შემეძლო რობერტ ჰოფმანთან პატარა კავშირი დამემყარებინა, მაგრამ, გავიდა 6 თვე ძალიან წყნარად და ჩვეულებრივად  და ვხედავ, რომ ჩემს ვიდეოზე არის რობის კომენტარი : ”nice work son, knee spins were bananas!”

ცოტა ხანი გაყინული ვუცქერდი ეკრანს,თან მარტო ვიყავი თბილისში და არ  ვიცოდი ვისთვის მეთქვა, ყვირილი მინდოდა და თან არ შემეძლო. უდიდესი სიხარული მომაწვა კისერში, ყველას ვურეკავდი და ვახარებდი! შემდეგ სხვა ვიდეო ავტვირთე და დაახლოებით 2 თვის მერე უკვე inbox-ში მომწერა. რაღაც ძალიან არარეალურად მეჩვენებოდა ეს ყველაფერი. აინტერესებდა მე ვიყავი თუ არა ამ მუსიკის ავტორი . ბოლოს თავისი იმეილიც მომცა და იქ გავაგრძელეთ საუბარი. ძნელად,მაგრამ როგორც იქნა შევეგუე,რომ რობერტ ჰოფმანს ვესაუბრებოდი.

გავიდა ხანი და არანაირი გამოხმაურება. მეც შედარებით ავწიე ჩემი მუსიკის დონე და ავტვირთე ისევ YouTube-ზე. ეს იყო  ”Banner ”,რაც უკვე გამოიყენეს ” The Bangers ”–ში. ივლისში, ჩემს მეგობართან ერთად ვიჯექი კაფეში და ვუყვებოდი ამ ყველაფერს, მინდოდა მენახებინა მისი იმეილები და როგორც კი გავხსენით დამხვდა რობის ახალი წერილი:  YOU ARE SICK MAN!!! და აქ დაიწყო ლაპარაკი ჩემი banner–ის გამოყენებაზე მათ ვიდეოში, დღის საოცარი დასასრული იყო და ამ დღიდან დავიწყეთ მე და რობმა ერთად მუშაობა.

___ ძალიან საინტერესოა. გაგრძელდება თქვენი კავშირი ”ნაბიჯი წინ”–ის კოლექტივთან ??

___  კავშირი რა თქმა უნდა,მაგრამ კონკრეტულად საქმეზე მსუბუქად ვისაუბრეთ სამომავლოდ, ალბათ ისევ ჩემს შრომაზეა დამოკიდებული, შევქმნა ისეთი რამ, რომ მოეწონოს და უფრო მეტიც, მიწვდეს ჯონ ემ ჩუს,რათა შანსი მქონდეს,რომ როგორც ”step up”-ის საუნდტრეკის არტისტი ისე გამოვჩნდე. ამბიციები დიდი მაქვს,მაგრამ ყველაფერი ეტაპობრივად მინდა, ასე რომ ჯერჯერობით ისევ გავაგრძელებ მუშაობას, მხოლოდ ამით მოდის შემდეგ გეგმები და წარმატებები.

___ თანამედროვე ცეკვებს ძალიან კარგად ცეკვავ, უფრო რომელს გამოარჩევდი? და ამ მხრივ როგორი წარმატებები გაქვს?

___  ”step up 2”-ის დახასიათების დროს ვთქვი,რომ უნიკალურობამ მომხიბლა,არასტანდარტულობამ. ზოგადად ვიტყვი,რომ ქუჩის ცეკვები/StreetDance,მაგრამ  არა სტილი, იმიტომ რომ ცეკვისას არ ვფიქრობ რამე კონკრეტული სტილის დამახასიათებელ ელემენტებზე, შეიძლება ქართული ცეკვის ტრიალიც ჩავსვა და მუხლზეც გადავიდე, ამ მხრივ საქართველოში ბევრ შოუში გამოვედი. ჩემს მეგობარს დაკისაც დავეხმარე ”ნიჭიერში” და შემდეგ თეონა კოროშინაძესთან მე და ალექსანდრე თოდაძემ ჯგუფ  ”DreamWalkers”-იდან ერთად ვიცეკვეთ,საახალწლო კონცერტზეც გამოვედი TL-თან და ნინი ბადურაშვილთან, მაგრამ ვფიქრობ ყოველი დადებითი კომენტარი YouTube-ზე  წარმატებაა.

___ ვიცი,რომ ბუდაპეშტის აკადემიაში სწავლობ?? როდის ჩაირიცხე როგორი შთაბეჭდილებები გაქვს??

___  ბუდაპეშტის აკადემიაში ჩავირიცხე 12 მაისს და სწავლა 10 სექტემბერს დამეწყო. ძალიან მომწონს აქაურობა, ძალიან დადებითი სიტუაცია, მაღალი დონის ლექციები, ძალიან განსხვავებული გახსნილი და თავისუფალი, ძალიან სერიოზული პროფესორები გვასწავლიან ყველაფერს ფილმის შექმნის და ხმის დიზაინის შესახებ.

___ მაინც მუსიკალური მოღვაწობის გაგრძელებას აპირებ? თუ ორივეს დაუთმობ გარკვეულ დროს?

___ როგორც პროფესია შეიძლება რეჟისორი გავხდე,ან პროდიუსერი,მაგრამ მუსიკაში ბოლომდე ჩავდებ ჩემს შესაძლებლობებს და ყველაფერს გავაკეთებ,რომ ბოლომდე წავიყვანო ჩემი საქმე და მივაღწიო იმას რაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობ.

___ გადაცემა ”ნიჭიერი” ახსენე, თავად არ გიფიქრია ამ გადაცემაში გეცადა ბედი?

___ ალექსანდრესთან და ლევან თამაზაშვილთან ერთად ძალიან უცხო და უნიკალური იდეა მომივიდა,რომ სამივეს გაგვეკეთებინა, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით… შეიძლება მოვიფიქროთ.

___ ანუ მომავლისთვის ამბობ??

___  კი,მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით გამოვალთ თუ არა,ეს უბრალოდ იდეა იყო…

___  გასაგებია.სწავლის გარდა ამჟამად რაიმე მუსიკალურ პროექტზე მუშაობ?

___ ჯერჯერობით შემოთავაზება მაქვს,მაგრამ როგორც პროექტზე მუშაობა თბილისში რომ ჩამოვალ  Fancy Weekand-თან ერთად დიდი პროგრამა მექნება  Bass electonic dance music-ში.

___ ყველას ძალიან უხარია შენი წარმატება, მაგრამ განსაკუთრებით ვინ ელოდა,რომ ასეთ ასაკში ამდენს მიაღწევდი?

___  არ ვიცი მართლა,ალბათ არავინ,უბრალოდ ყველა მეუბნებოდა,რომ წარმატებული იქნებიო. ვერასდროს წარმოვიდგენდი ამას, ალბათ ოცნებაში,რომ ოდესმე რობერტ ჰოფმანთამ მექნებოდა რამე კავშირი. ასე რომ არავინ იცის როდის რა მოხდება, ადრე თუ გვიან მოხდა და ეს არის მომენტი,როცა ადამიანს შრომა უფასდება… ხო და კიდევ მაშინ ხდება ყველაფერი,როდესაც ადამიანი ოცნებობს:)

___ ნამდვილად გეთანხმები. შენ კიდევ წინ გაქვს ყველაფერი. ამიტომ წარმატებებს გისურვებ და მადლობა მინდა გითხრა,რომ დრო გამონახე და ჩემს შეკითხვებს უპასუხე. 🙂

დარწმუნებული ვარ, ამ ინტერვიუს საშუალებით უფრო მეტი გაიგეთ ლაშას შესახებ და თქვენც ამის შემდეგ ცოტა მეტს იოცნებებთ,რათა ყველაფერი ახდეს 🙂

Advertisements

7 thoughts on “ინტერვიუ CHASE-თან !!!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s