ვინ არის CHASE,იგივე Lasha Kicks?

ქართველები რომ ძალიან ნიჭიერები არიან და მაღალი მწვერვალების დაპყრობაც შეუძლიათ ეს ნამდვილად ცნობილია და არავის უკვირს საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველების წარმატება სხვადასხვა სფეროში. 

იმ ახალგაზრდამ,რომელზეც ამ პოსტში მინდა გესაუბროთ  თავის ასაკთან შედარებით უკვე ბევრს მიაღწია.

ლაშა მამულაშვილი იგივე CHASE, იგივე Lasha Kicks  18 წლის ახალგაზრდა,ნიჭიერი მუსიკოსი გახლავთ,რომელიც წელს ბუდაპეშტში  Budapest Film Academy–ში ჩაირიცხა და ელექტრონული მუსიკის,პროდიუსინგისა და ხმის დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობს.

ცოტა ხნის წინ  YouTube–ზე გამოჩნდა ვიდეო  ”The Bangers”,  რომელშიც  ” Step Up”-ისა და  გადაცემა  ”So you think you can dance”-ის  ვარსკვლავები მონაწილეობენ: რობერტ ჰოფმანი (რომელთან შეხვედრაზეც ლაშა ოცნებობდა), სტივენ ბოსი(twitch), ნიკ უილსონი და ჩედ სმიტი. მათი ვიდეოს მუსიკალური გაფორმება კი სწორედ ჩვენი ნიჭიერი მუსიკოსის ნახელავია.

”ლაშა ინტერნეტით მუსიკოსებს ეკონტაქტებოდა, მათ რამდენიმე დემო–ვერსია მოასმენინა, მერე რობიც გაიცნო და ”Step Up”- ის კოლექტივმა მისი მუსიკა იყიდა” ___ თქვა  Music Box–მა თავის რეპორტაჟში,სადაც ლაშა ათასწლეულის გენიოსად მოიხსენია.___”თუ გენიოსები ათასწლეულებში ერთხელ იბადებიან, მაშინ ამ ბავშვმა  ამ ათასწლეულის ადგილი უკვე დაიკავა”.

იგი ასევე ძალიან კარგად ცეკვავს,თუმცა ჯერჯერობით მისმა მუსიკალურმა ნიჭმა მიიქცია ”Step Up”-ის კოლექტივის ყურადღება…

უდავოა მისმა შემოქმედებამ ჯერ კიდევ ასეთ ადრეულ ასაკში მოიპოვა წარმატება,რაც იმას ნიშნავს,რომ მომავალში უფრო დიდ მწვერვალებს დაიწყრობს. ასე რომ წარმატებები ვუსურვოთ!!!!!

აქ კი გთავაზობთ ზემოთხსენებულ ვიდეოს,ამიტომ თავად შეგიძლიათ მის ტალანტში დარწმუნდეთ.

Advertisements

10 thoughts on “ვინ არის CHASE,იგივე Lasha Kicks?

  1. აწწწ..
    მე იცით მაგ ბიჭმა ერთხელ მომწერა გიტარაზე ხომ არ უკრავო შემთხვევითო, მაშინვე ჩამწყდა გულში რაღაც და ახლა ხომ ჩამწყდა და ჩამწყდა..
    წარმატებები ❤

  2. რაც უფრო მეტი საამაყო ადამიანი გვეყოლება საზღვარგარეთ მით უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენთვის ყველასთვის. მე ძალიან მახარებს ესეთი ადამიანების არსებობა 😉

  3. ლაშა-ნიჭიერი და შრომისმოყვარე.
    წარმატებას სჭირდება-ნიჭი და შრომისმოყვარეობა.
    შესაბამისა-თქვენ თვითონაც მიხვდებით რა. ^_^

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s