ბობის თავგადასავლი (ნაწილი III)

ბობმა დიდი ხანი იფიქრა თუ როგორ უნდა განეხორციელებინა მას და ჯეკსონს თავიანთი გეგმები ისე,რომ არ გამჟღავნებულიყო სინამდვილეში რაც ხდებოდა და რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მათი ხრიკები იყო.

მეორე დღესვე შეუდგა ის და ჯეკსონი ამისთვის მზადებას. სკოლაში განიხილავდნენ  თუ რა შეიძლებოდა გაეკეთებინათ, ათასგვარი სისულელე  მოიფიქრეს და მაინც რაღაცა სხვა ”ბუნებრივი” და უფრო დამაჯერებელი უნდოდათ რომ  გაეკეთებინათ.

___ ხომ გეუბნები ისევ პირველ იდეას უნდა მივუბრუნდეთ__ უჩიჩინებდა ჯეკსონი__ როცა  შენი დედ_მამა დაბრუნდება…

___ ჯეკსონ!! ხომ გითხარი ჯეიდენი სახლში მარტო  უნდა იყოს, ასე უფრო იოლად შევძლებთ მის გაცურებას და გავაქცევთ სახლიდან,მერე მშობლებსაც დავარწმუნებთ იმაში,რომ მოჩვენებები მართლაც არსებობენ.

___ კი,მაგრამ  ხომ თქვა არ მეშინიაო…

___ ჰაჰ  შენ მართლა გგონია,რომ არ ეშინია… ეს ისე თქვა იმიტომ,რომ მოჩვენება არასოდეს უნახავს,მაგრამ ჩვენ საპირისპიროს დავუმტკიცებთ.

თავად სჯეროდა ბობის მოჩვენებების?? ეს თვითონაც არ იცოდა,უბრალოდ სურდა მშობლებისთვის დაემტკიცებინებინა,რომ ის მართალი იყო და სამუდამოდ გაექარწყლებინა ის აზრი,რომ ბობი ტყუის მოჩვენებებთან დაკავშირებით… აი ჯეკსონი კი მხოლოდ ბობის თანაშემწე იყო და ეს სრულებით აკმაყოფილებდა,ეს უკვე რაღაცას ნიშნავდა და დანარჩენი არც აინტერესებდა.

როგორც იქნა შეთანხმდნენ ბობი და ჯეკსონი თუ როგორ უნდა მიეპყროთ ძიძა ჯეიდენის ყურადღება. საღამოს ჯეკსონი ბობისთან მოვიდა.

___ მალე შემოდი,არ დაგინახოს!!

ჯეკსონი კიბეებისკენ წავიდა,რათა მომზადებულიყო მისი და ბობის ”მზაკვრული” გეგმის განსახორციელებლად. ამასობაში ბობი ჯეიდენს შეეჩეხა.

___ შენ შენს ოთახში არ უნდა იყო და მეცადინეობდე??

___ მეე … მეე… ახლა მივდივარ…

___ მალე!! ლორენი უნდა დავაძინო… წადი

ბობი მოტრიალდა და კიბეებზე ავიდა. ჯეკსონი უკვე მზად იყო.

___ იცოდე ფრთხილად იყავი,ძალიან გაქნილია ეგ ჯეიდენი!!

___ ვეცდები,როგორც მოვილაპარაკეთ…

ჯეკსონი გავიდა,ბობმა კი საწოლზე მოიკალათა და წიგნი აიღო.

ჯეიდენი ლორენს დასაძინებლად ამზადებდა… უცებ რაღაც ფხაკუნი მოესმა ( რა თქმა უნდა ეს ჯეკსონი იყო)

___ ბობი!!…  შენ ხარ??

პასუხი არ ისმოდა ( კარგად იცით რატომაც)

___ ბობ!!… ოჰჰ ეს ბიჭი…

ჯეიდენი კიბეებისკენ წავიდა… ჯეკსონი კი თავისი სამალავიდან გამოძვრა,რომელიც ბობმა მიასწავლა…

___ ბობ!! ოთახში ხარ?? __ჯეიდენმა ბობის ოთახის კარი შეაღო. ბობმა ვითომც არაფერი, გაკვირვებული სახე მიიღო.

___ მე მეძახდი??

___ რაღაც ხმა მომესმა და ვიფიქრე,ბობი ხომ არ ჩამოსულა–მეთქი.

___ არაა… როგორც მითხარი,წასაკითხად ამოვედი და…

___ კარგი გასაგებია… კარგია,რომ არაფერს აფუჭებ…

ბობს ეს ბოლო ფრაზა რა თქმა უნდა არ მოეწონა,მაგრამ არაფერი უთქვამს… რასაც უმზადებდა მისთის საკმარისი პასუხი იქნებოდა…

ჯეიდენი კვლავ დაეშვა კიბეებზე,რათა ლორენი დაეძინებინა და მის საწოლთან მივიდა,სადაც დატოვა… მაგრამ ლორენი იქ აღარ იყო…

___ ლორეეენ!!! __ იკივლა ჯეიდენმა. სხვა შემთხვევაში შეიძლებოდა ბავშვი თავისით გაფოფხებულიყო რომელიმე ოთახში,მაგრამ საწოლი მაღალი იყო იმისთვის,რომ ლორენისნაირი პატარა ბავშვი იატაკზე მოხვედრილიყო, ამიტომ ეს მართლად შემაშფოთებელი იყო.

ჯეიდენმა მოიარა ოთახები,მაგრამ ლორენი არსად იყო,ამან მთლად გადარია.

___ ბოოოობ!!! ბოოოობ!!!  ძახილზე ბობი ძირს ჩამოვიდა ( ისედაც იცოდა,რომ მოუწევდა ჩამოსვლა)

___ რა მოხდა ჯეიდენ?? რა გაყვირებს??

___ ლორენი… __ძლივს იღებდა ხმას ჯეიდენი__ აქ დავტოვე და … ის… აქ აღარაა…

___ რაა??? გინდა თქვა,რომ ლორენი თავისით ადგა და წავიდაა??

___ არა მაგრამ… აბა როგორ ავხსნა?? საწოლიდან თუ გადმოვარდა სხვაგან ვერ გაფოფხდებოდა,მითუმეტეს გარეთ…

___ მოიცადე კარგად მოვძებნოთ__ დაამშვიდა ბობმა და მეორე ოთახში გაიყვანა,ეს კი მხოლოდ იმისთვის,რომ გარეთ გასულ ჯეკსონს სახლში შემოსვლა და ზევით ასვლა მოეხერხებინა. ბევრი ეძებეს ბობმა და ჯეიდენმა ლორენი,მაგრამ არსად იყო… უცებ კარზე ზარის ხმა მოისმა. მისტერ და მისის გრინვუდები დაბრუნებულიყვნენ სახლში.

___ ბობ!!__ დაიძახა მისის გრინვუდმა.

___ დედა!! უკვე დაბრუნდით?? …

___ დღეს ცოტა ადრე მოვედით… ჯეიდენი სადაა??

___ აქ ვარ მისის გრინვუდ… უპასუხა გაშეშებულმა ჯეიდენმა,რომელიც მეორე ოთახიდან გამოვიდა.

___ ჯეიდენ!! რა დაგემართათ???

___ მე… მეე… იცით ლორენს,როცა ვაძინებდი რაღაც ხმა გავიგონე და მეგონა ბობი იყო ჩამოსული,წავედი,შევამოწმე და როცა დავბრუნდი …

___ რააა??

___ ლორენი აღარ დამხვდა…

___ ღმერთო ჩემო!! __ დაიყვირა მისის გრინვუდმა__ სად წავიდოდა??

___ ყველგან მოვძებნე და არსად არის… არ ვიცი მისის გრინვუდ…

___ ალბათ მოჩვენებამ წაიყვანა__ დაიძახა ბობმა.

___ რა მოჩვენებამ გაგიჟდი???

___ თქვენ ჩემი არ გჯერათ,მაგრამ ისინი არსებობენ,აბა ლორენს მიწა ხომ არ ჩაყლაპავდა???

___ გაჩუმდი ბობ!! კიდევ ვეძებოთ…აიმედებდა თავს ჯეიდენი. ბევრი წრიალის მერე მისის გრინვუდი  ზევით ავიდა და თავის ოთახში საწოლზე წამოწოლილი ლორენი დაინახა.

___ საყვარელოო!!__ ჩაიკრა გულში და დანარჩენებს დაუძახა.

___ მოიცა აქ როგორ აღმოჩნდა??? __იკითხა ჯეიდენმა

___ ალბათ შენ დააძინე და არ გახსოვს__ თქვა მისტერ გრინვუდმა.

___ კარგით რაა?? ასე როგორ გამოვშტერდებოდი… დავაძინეე?? არა რა სისულელეა ეს მე არ გამიკეთებია… თავს იმართლებდა ჯეიდენი.

___ ჯეიდენ!!! ასეთი რამ არასოდეს დაგმართნია!! ცოტა ყურადღებით იყავი…

___ მისის გრინვუდ!!…

___ ახლა შეგიძლია წახვიდე და ხვალ დასვენებული მოდი,ჩემს შვილს მსგავს საფრთხეში ნუ ჩააგდებ. გთხოვ…

___ კარგით მისის გრინვუდ… ჯეიდენმა ხელჩანთა აიღო და წავიდა.

___ ხომ გითხარით… ის ამ საქმეს თავს ვერ გაართმევს–მეთქი__ ალაპარაკდა ბობი.

___ გაჩუმდი და შენს ოთახში წადი!!

___ როგორც გინდათ… ბობი თავის ოთახში ავიდა…

___ აბა როგორი იყო??? ეკითხებოდა თვითკმაყოფილი ჯეკსონი

___ იცოდე ჩემს დას მეტად საფრთხეში არ ჩავაგდებთ… გასაგებია??

___ რა თქმა უნდა!!

___ ესეც ასე ,პირველი ნაბიჯი გადადგმულია… მაგრამ სად ხარ ჯეიდენ,წინ მთელი საშინელება გელის…

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s