ოლიმპიური თამაშები დასრულდა

გუშინ,12 აგვისტოს ზაფხულის  ოლიმპიური თამაშები სულ ცოტა 4 წლით დაგვემშვიდობა. მომავალი ოლიმპიადა კი ბრაზილიაში,რიოში ჩატარდება.

ლონდონის გახსნა–დახურვის ცერემონიები კი ალბათ კიდევ დიდხანს დაამახსოვრდება ხალხს,რადგანაც ძალიან საინტერესოდ და გრანდიოზულად გახლდათ დაგეგმილიც და შესრულებულიც.

გახსნაზე ინგლისის თითქმის მთელი ისტორია იყო განსახიერებული და უამრავი ხალხიც იყო ჩართული ამ პროექტში. ამ ყველაფრის რეჟისორი და დამდგმელი კი 52 წლის სტივენ დალდრი გახლდათ,რომელმაც ამ უზარმაზარ სამზადისში ჩაბმა დიდი ხნით ადრე დაგეგმა,რათა თავის დროზე ხალხისთვის ასეთი სანახაობა ეჩვენებინა. ყოველ ოლიმპიადაზე ცდილობენ ქვეყნები წინაზე უკეთესი ცერემონიები შემოგვთავაზონ, ვნახოთ ბრაზილია თუ შეძლებს უკეთესი შთაბეჭდილება მოახდინოს ჩვენზე,მანამდე კი 4 წელია და დაველოდოთ რა მოხდება. 

გუშინდელი დახურვის ცერემონია კი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, გაიხსენეს უამრავი ჰიტები და ხალხისთვის საყვარელმა მომღერლებმა ძალიან მაგარი კონცერტი შემოგვთავაზეს. ემილი სანდე ხალხის წინაშე წარსდგა თავისი სიმღერით ”read all about it” ,  ბრიტანეთის ახალმა ვარსკვლავმა ჯესი ჯეიმ თავისი ჰიტი ”price tag”  იმღერა, მას აგრეთვე შეუერთდნენ  სცენაზე ტაიო კრუზი სიმღერით ” dynamite” და ტაინი ტემპა__ ”written in the stars” , შემდეგ კი ერთად შეასრულეს   bee gee_ის  სიმღერა   ” you should be dancin”.   თუმცა ჯესი ჯეის ამით არ დაუსრულებია თავისი გამოსვლა ოლიმპიურ თამაშებზე.  მათ მოჰყვა ანა ლენოქსი,  ჯორჯ მაიკლისა და  90–იანების გოგონათა ჯგუფი ” spice girls”–ის  ჰიტები ” freedom” და  ”wannabe ”  აგრეთვე შესრულდა ედ შიჰანისა და დრამერი ნიკ მეისონის მიერ pink floyd–ის  ”wish you were here” .  სცენაზე ასევე იყო ბრიტანელი კომიკოსი რასელ ბრენდი ”beatles”–ის  სიმღერით ” i am the walrus”  და”beady eye”  ”oasis”-ის სიმღერით  ”wonderwall”.  

მას არ ჩამორჩა ” pet shop boys”, ”fat boy slim” და ერიკ აიდლი  სიმღერით ”bride side of life” . რა თქმა უნდა კონცერტი არ ჩაივლიდა ჯონ ლეონონის უკვდავი ჰიტის ”imagine”–ის  გარეშე ,რომელიც თავიდან ლივერპულელმა გუნდმა დაიწყო და შემდეგ თავად ლენონის ჩანაწერით გაგრძელდა.

უკვე გახურებულ ხალხს ”muse” –მა ენერგიული სიმღერა ” survival”  შეუსრულა და საბოლოოდ ” quenn”–ის კიდევ ერთი უკვდავი ჰიტით ” we will rock you” , რომელიც ჯესი ჯეიმ შეასრულა მის წევრებთან ერთად  ჰიტები და ცნობილი მომღერლების  გამოსვლა დასრულდა.

ამის შემდეგ რა თქმა უნდა ბრაზილიებმა ” შეუტიეს” თავიანთი ენერგიული ცეკვებით, მათგანაც გამოჩნდა ცნობადი სახეები, როგორიცაა მოდელი ალესანდრა ამბროსიო,თუმცა მათგან რა თქმა უნდა  ჩემთვის ნაკლებად ცნობადი იყო მონაწილეები,მაგრამ ვაღიაროთ,რომ იქ მისულ საზოგადოებას ძალიან მაგარი სანახაობა დახვდა, ბრიტანელი მუსიკოსებისა და ჰიტების მთელი ”არმია”. 

მე პირადად ძალიან მომეწონა,თუმცა ეჭვი მეპარება,ბრაზილიამ სიმღერებისა და ვარსკვლავების კონცერტი შემოგვთავაზოს,თუმცა მათი კარნავალების შემდეგ დარწმუნებული მეტი თუ არა ამაზე ნაკლები სანახაობა ნამდვილად არ იქნება.

რაც შეეხება საქართველოს 7 მედალი ერგო  ამ თამაშებიდან:  1 ოქრო, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო,სხვა წლებთან შედარებით რაოდენობით მეტი ჯოლდო გვაქვს,თუმცა ხარისხის რა მოგახსენოთ,ალბათ ჩვენ უფრო მეტს მოველოდით,მაგრამ მე იმითიც კმაყოფილი რაც გააკეთეს და ვამაყობ,რომ ამ პატარა ქვეყნის კვალი ამხელა ოლიმპიადაზე მაინც რჩება და იმედი მაქვს,მომავალში ეს კვალი უფრო და უფრო გაიზრდება.

Advertisements

One thought on “ოლიმპიური თამაშები დასრულდა

  1. გახსნის ცერემონია მართლა ძალიან მაგარი იყო. დახურვის ყურება ვერ მოვახერხე და მივხვდი, რომ ბევრი დავკარგე : )
    პ.ს. გახსნის რეჟისორი დენი ბოილი იყო და არა სტივენ დალდრი 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s