ბობის თავგადასავალი (ნაწილი II)

ბობიმ როგორღაც გაუძლო 2–კვირიან სასჯელის ვადას და სიხარულით ცას ეწია,როცა ყველაფერი დამთავრდა.  ახლა ხომ შესაძლებლობა ჰქონდა თავისი გეგმები ჯეკსონთან ერთად განეხორციელებინა და ყველასთვის  დაემტკიცებინა,რომ მოჩვენებები მართლაც არსებობენ. ბობი ბოლო წამებს ითვლიდა სასჯელის დამთავრებისას: 3…2…1   და როცა დარწმუნდა,რომ მართლაც ამოიწურა 2–კვირიანი ვადა ყვირილით ოთახიდან  გამოვარდა  და კიბეებზე დაეშვა… თუმცა უეცრად  შეჩერდა,რადგანაც  ვიღაც უცხო ქალს მოჰკრა თვალი. 

___ ეს ბობია,ჩვენი უფროსი ვაჟი__ თქვა მის გრინვუდმა.___ ეს კი მის ჯეიდენ ჩესტეინია,ლორენის ძიძა.

___ სასიამოვნოა__ გამოეპასუხა მას ჯეიდენი  და  ბობს ხელი გაუწოდა. ბობი რატომღაც შეჩერდა,მაგრამ მიხვდა,რომ  ცუდად გამოუვიდა და უცებ ჩამოართვა ხელი.

___ არ ვიცოდი თუ ლორენისთვის ძიძის აყვანას გეგმავდით__ აღმოხდა ბობს__ მაგრამ არაუშავს.

___ ხო ეს ჩემმა სამსახურმა გადამაწყვეტინა,ლორენისთვის საერთოდ ვეღარ ვიცლი და აუცილებელია ვიღაცამ მიხედოს,ჯეიდენი კი ამ საქმეში გამოცდილია  და იმედია კარგად შეეწყობით. ჯეიდენ მართალია პირადად ლორენის ძიძა ხარ,მაგრამ მინდა ბობისაც მიაქციო ყურადღება,რადგანაც სულ ახლახან დაუმთავრდა სასჯელის 2 კვირა და ხელახლა,რომ არ დაიწყოს სისულელეები…

___ მესმის,მის გრინვუდ, ყველაფერს ისე გავაკეთებ,როგორც საჭირო იქნება.

___ კარგი, ხვალიდან შეგიძლია შეუდგე მუშაობას…აბა შენ იცი.

___ ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ.ნახვამდის მისტერ გრინვუდ!

___ კარგად ბრძანდებოდეთ. დედამ ჯეიდენი გააცილა და როგორც კი ოთახიდან გავიდა,ბობი მამას მიუბრუნდა:

___ რა საჭირო იყო ძიძის მოყვანა,ლორენს ხომ მეც მოვუვლიდი…

___ სისულელეებს ნუ ლაპარაკობ ბობ!! შენ შენი თავისთვის ვერ მიგიხედავს და სულ დასჯილი ხარ, ლორენის შენთვის ნდობა ჯერ ადრეა.

___ და იმ ვიღაც უცხო ჯეიდენისთვის შეიძლება ხომ?

___ მომისმინე დედამ ასე გადაწყვიტა და ვერც შენ ვერ შეეწინააღმდეგები და ვერც მე, რადგან ასეა საჭირო,ახლა ზევით ადი და გაკვეთილები მოამზადე.

___ოჰჰ_ არ ცხრებოდა ბობი,მაგრამ, სხვა გზა აღარ დარჩა და კიბეებისკენ გაემართა…

___  ძიძა მოიყვანეს?? როდის?? მალე წავა??__ გაუჩერებლივ ეკითხებოდა ჯეკსონი ბობს.

___ დამაცადე და გეტყვი… ხვალიდან იწყებს მუშაობას და რავიცი რამდენი ხანი დარჩება, ალბათ დედა რამდენსაც მოისურვებს. ჯერჯერობით არსად წასვლას არ აპირებს.

___ კარგი არაუშავს,რა მოხდა მერე,მიხედავს ლორენს და…

___ როგორ თუ რა?? __ ბობმა მიიხედ–მოიხედა და განაგრძო__ არ გახსოვს რასაც ვაპირებდით,ახლა ის სულ სახლში იქნება და ვერაფერსაც ვერ გავაკეთებთ,სულ დედასთან ჩაგვიშვებს და ხელახლა დამსჯიან.

___ აჰაა,აქ უფრო სერიოზულად ყოფილა საქმე… მაშინ მისი თავიდან მოშორება დაგვჭირდება.

___ რაა?? გადაირიეე??

___ არა სხვა რამეს ვგულისხმობ,ანუ ისე ვქნათ,რომ სახლიდან წავიდეს.

___ კი,მაგრამ როგორ??  ჯეკსონი ცოტა ხნით დაფიქრდა და უპასუხა:

___ ჩვენ ხომ მოჩვენებების არსებობა უნდა დავამტკიცოთ, ხოდა სწორედ ამით შევაშინებთ მის ჩეისტეინს… ხედავ ამით ორ კურდღელს დავიჭერთ: ჯეიდენიც წავა და მოჩვენებების არსებობაც დამტკიცდება.

ბობი ჩაფიქრდა,თითქოს,ქვეყნის საჭირბოროტო საქმეზე ფიქრობდა და ბოლოს თქვა:

___ ჯეკსონ ხანდახან როგორი ჭკვიანი შეგიძლია რომ იყო… ჯეკსონმა ამაყად ასწია თავი და ასევე ამაყად უპასუხა:

___ აბა როდის ვიწყებთ??

ბობი გვიან დაბრუნდა სახლში, იქ კი უკვე ახალი ძიძა დახვდა.

___ ბობ,ამდენი ხანი რატომ დაიგვიანე?

” იმასაც კი მიკონტროლებს სახლში როდის მოვალ”

___ დამატებითი გაკვეთილები გვქონდა და…

___ კარგი დაჯექი ახლა ჭამე და მერე ზევით წადი სამეცადინოდ.

” ასე იოლად უნდა გამამწესოს  სამეცადინოდ??”

___ სკოლაში ვჭამე, არ მშია.

___ სკოლაში როცა შეჭამე,იქიდან ბევრი დრო გავიდა,დაჯექი…

___ მე ვთქვი,რომ არ მშია…

___ მეც გიპასუხე და მემგონი  გუშინდელი საუბარი კარგად გახსოვს,დედამ რაც მითხრა,ამიტომ ზედმეტი ლაპარაკის გარეშე,ხელები დაიბანე და მოდი საჭმელად.

ბობიმ შეპასუხება ვეღარ გაბედა და ხელების დასაბანად წავიდა,რამდენიმე ხნის შემდეგ დაბრუნდა და მაგიდას მიუჯდა.ჯეიდენი ლორენს აჭმევდა.

___ როგორი დღე გქონდა?

___ თუ ამ ”ინციდენტს” არ ჩავთვლით ნორმალური.

ჯეიდენმა გაიცინა და უპასუხა:

___ ბობ! მე თქვენი  მოვლა მევალება და  პასუხისმგებლობა მაქვს, მაგრამ მკაცრ და ურჩხულ არსებად ნუ ჩამთვლი, უბრალოდ წესიერად მოიქეცი და ყველაფერი კარგად იქნება,არც დედა გაგიჯავრდება და არც მე მექნება პრობლემები.

” აჰააა, ეს უკანასკნელი ყველაზე მეტად ადარდებს”

___ გასაგებია მის ჩესტეინ!!

___ კარგია, რომ ერთმანეთს გავუგეთ ბობ!

” გავუგეთ.. მერე როგორ”

___ მე მოვრჩი. ბობი ადგა და ზევით ავიდა,თავის ოთახში. წამსვე ტელეფონს ეცა და ჯეკსონს დაურეკა.

___ ესეიგი ურჩხულად არ ჩამთვალოთო… იქით დავანახებთ ურჩხულებს__ იცინოდა ჯეკსონი.

___ აბა რა. მოიცა კარებზე ვიღაც აკაკუნებს__ ბობმა ყურმილი გადადო და კარები გამოაღო. კართან ჯეიდენი იდგა.

___ ხომ გითხარი,რომ გემეცადინა,ტელეფონზე რატომ საუბრობ??

” ოჰჰჰ, ეს ნეტავ როდემდე გაგრძელდება??”

___ ბოდიში მის ჩესტეინ,ეს აღარ განმეორდება… უცებ კარადამ გაიჭრაჭუნა.

___ ეს რა იყოო?? __ იკითხა ჯეიდენმა.

___ არ ვიცი,მის ჩესტეინ,თქვენ  ნუ ნერვიულობთ,მე მივხედავ ყველაფერს.

___ კი მაგრამ კარადა თავისით რატომ მოძრაობს??

___ ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგადაა

___ მე სულაც რა მეშინია,შენზე ვღელავ__  გაეცინა უცებ ჯეიდენს __ ალბათ კარს დაემართა რაღაც…

” ხო ეს ის კარია,მამას შეკეთება დაავიწყდა”

___ თორემ მოჩვენებები არ არსებობენ__ თქვა მის ჩესტეინმა და კარი გაიხურა.

___ არ გეშინია არაა??  მოჩვენებები არ არსებობენ ხომ??  მალე დაინახავ,რომ ძალიან ცდები!!…

Advertisements

3 thoughts on “ბობის თავგადასავალი (ნაწილი II)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s