ბობის თავგადასავალი (ნაწილი I)

ყოველთვის როცა პოსტს ვწერ,ფილმი ”ჯაშუში ჰარიეტი–ბლოგების ბრძოლა” მახსენდება,როცა ჰარიეტი ამოწმებს კომენტარებსა და ბლოგის სტუმრებს …

თავდაპირველად ყველაფერი ცუდად მიდის და მისი გამოგონილი ამბებით ვერ ახერხებს მკითხველის მოზიდვას (ჩემს ბლოგზე გამოგონილი ამბები არ არის,თუმცა დიდი პოპულარობით მაინც არ სარგებლობს)…

ამიტომ გადავწყვიტე ახლა შემოგთავაზოთ განსხვავებული სტილის პოსტი,კერძოდ კი ჩემი პატარა ნაწარმოები და თუ ვინმეს დააინტერესებს მის გაგრძელებას აუცილებლად შემოგთავაზებთ.

აბა დავიწყე საცდელი პირველი თავის თქვენთვის გაზიარება…

___ ბობ… ბობ !!!

___ ბობ ადექი!!! გაგვიანდება…

___ოჰჰჰჰ__ გაიზმორა ბობმა და საათს შეხედა. სულ ცოტაც და ავდგები__ და ბალიშზე დაანარცხა თავი.

___სულ ცოტაც და სკოლაში დაგაგვიანდება___ მოისმა სამზარეულოდან__ გინდა რომ ავტობუსს ფეხით გაეკიდო?? ხო იცი რომ არ დაგიცდიან.

___ოჰჰ ეს მწარე სიმართლეა…__ ამოილუღლუღა ბობმა და თავს ძალა დაატანა რომ ამდგარიყო…

ყოველ დილას იგივე მეორდებოდა და ყველა მიჩვეული იყო ამ სიტუაციას. ბობი ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო, ჩვეულებრივი ოჯახით, ოცნებებითა და სურვილებით. სულ რაღაც 2 თვეში  დაწყებით სკოლას ამთავრებდა,თუმცა ეს მის ოცნებებზე სრულებით არ ახდენდა გავლენას. მის არასერიოზულობას ოჯახში ჩვეულებრივად ხვდებოდნენ და ყურადღებას არ აქცევდნენ,ალბათ ასაკის გამო და მის შიშებსა და უაზრო ექსპერიმენტებზე არანაირ რეაქციებს არ აკეთებდნენ. მას პატარა და ჰყავდა__ ლორენი,რომელიც ჩუმად შემოდიოდა მის ოთახში და ნივთებს ურევდა,რასაც ბობი ვერ იტანდა და ყოველთვის ბუზღუნებდა,თუმცა დედ–მამა მაინც ლორენს იცავდა. ეს მოსალოდნელიც იყო,მაგრამ ბობი მაინც ბრაზობდა… მისი საუკეთესო მეგობარი ჯეკსონ დევისი გახლდათ,მის მეზობლად ცხოვრობდა და ყოველთვის ერთად  ატარებდნენ დროს. ასე განსაკუთრებით არავისთან არ მეგობრობდა,თუმცა ჯეკსონი მისი ნამდვილი მეგობარი იყო და მისთვის ეს საკმარისი იყო… სკოლაშიც ერთ კლასში სწავლობდნენ და რა გასაკვირია,სულ ერთად რომ იყვნენ.

ეს დღეც სხვების მსგავსად იმით დაიწყო,რომ ბობი სულ ცოტა ხანს ითხოვდა დაეტოვებინათ საწოლში და შემდეგ მაინც დგებოდა. სამზარეულოში შემოსვლისას საუზმე მზად დახვდა და მიუხედავად იმისა,რომ დილას ჭამას ვერ იტანდა ერთი–ორი ლუკმა მაინც შეჭამა.

___ დედა დღეს ჯეკსონი ჩემთან დარჩება,რაღაც პროექტზე ვმუშაობთ…

___ ბობ,ხომ იცი რომ მე მისი დარჩენის წინააღმდეგი არ ვარ,მაგრამ…

___ რა მაგრამ დედა?? წინა კვირასაც ხომ დარჩა,გეფიცები არაფერს გავაფუჭებთ

___ მერე სწორედ მაგიტომ გეუბნები,თქვენი უაზრო ექსპერიმენტები არ გავიგონო…

___ დედა ეგ უაზრო ექსპერიმენტები სულაც არაა,უბრალოდ თქვენ არ გინდათ დაჯერება…

___ კარგი ჩანთა აიღე,სადაცაა ავტობუსი მოვა__ უთხრა დედამ და მაგიდის ალაგება დაიწყო.

___ კარგი წავედი დეე__ თქვა ბობმა და ”ჩანთაზურგზემოგდებულმა” გასწია ავტობუსისკენ. უკვე თითქმის ყველა მოსწავლე ავტობუსში იყო,ბობი ხომ ყველაზე ბოლო იყო სამეზობლოში და შესაბამისად ბოლოს უწევდა ავტობუსში ჩაჯდომა,როცა უკვე ყველა იქ იყო.

___სალამი ყველას_თქვა ბობმა და ჯეკსონის გვერდით ცარიელ სკამზე მოკალათდა.

___ აბა რაოო დედამ?? შეიძლება დღეს შენთან დავრჩე??__ ჯეკსონმა არც აცია და არც აცხელა.

___ ვკითხე და უარი არ უთქვამს…

___ ესეიგი დაგთანხმდა.

___ ოღონდ ერთი პირობით,რომ ჩვენს ექსპერიმენტებს არ დავიწყებთ,მაგრამ მე კარგი იდეა მაქვს…

___ კარგი რაღაცას მოვიფიქრებთ…

ამასობაში ავტობუსი გაჩერდა,რაც იმის მანიშნებელი იყო,რომ დანიშნულების ადგილას იყვნენ და ნელ–ნელა ჩამოსვლას შეუდგნენ მოსწავლეები. ბობს ჩასვლისას ვიღაცამ ხელი უბიძგა და რომ არა ჯეკსონი ასფალტზე მოადენდა ზღართანს.

___ჰეი__ დაიძახა გაბრაზბულმა.

___ რაიყო?? გრინვუდ!! რა გოგოსავით ყვირი__ მოესმა უკნიდან. ეს ჯოშ მორისონი გახლდათ,რომელსაც სკოლაში თავი უფროსად მოჰქონდა და ყველას ზევიდან უყურებდა,რა თქმა უნდა არც ბობი იყო გამონაკლისი.

___ ვიღაც იდიოტმა ხელი მკრა და იმიტომ ვყვირი__ უპასუხა ბობმა. ამის გაგონებაზე ჯოში წინ წამოიწია,რათა მისთვის დაერტყა, მაგრამ მეგობრებმა შეაჩერეს და ამასობაში ბობმა და ჯეკსონმა თავს უშველეს.

___ გადავრჩით__დაიძახა ჯეკსონმა და კლასში შევარდნენ.

___ყველაფერი კარგადაა მისტერ გრინვუდ? __ ჰკითხა მის ჯონსმა.

___ დიახ მის__ იყო მოკლე პასუხი და ორივე თავის ადგილზე დაჯდა.

გაკვეთილებმა როგორც ყოველთვის ჩვეულებრივად ჩაიარა და ორივემ ბობის სახლისაკენ გასწიეს.

___ შენები როდის იძინებენ?__ ჰკითხა ჯეკსონმა.

___ რავიცი, დედა ლორენს როცა აძინებს,თვითონაც ეძინება და მამა გვიანამდე მუშაობს,ნუ გეშინია ვერაფერს გაიგებენ.

მისვლისთანავე ბობის ოთახში მოეწყვნენ თავისი გეგმების განსახორციელებლად და სანამ გაკვეთილებს ამზადებდნენ ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც.

___ბობ!! საჭმელად არ ჩამოხვალთ? __დაუძახა დედამ.

___ არა, დედა არ გვშია.

___ როგორ თუ არ გშიათ?? დილის მერე არაფერი გიჭამიათ. ჩამოდით ახლავე,თორემ მე ლორენი უნდა დავაძინო და ვეღარ მოგხედავთ.

___ უკვე იძინებს!!__ წამოიძახა გახარებულმა ჯეკსონმა,ჩავიდეთ და მერე გავაგრძელოთ. ბობი ჩაფიქრდა…

___ კარგი,წავიდეთ…

___ ყველაფერი გემრიელი იყო მისის გრინვუდ!! __ უთხრა ჯეკსონმა.

___მადლობა ჯეკსონ. მე ლორენის დასაძინებლად მივდივარ და აბა თქვენ იცით, მამა არ შეაწუხოთ. დედამ ლორენი ხელში აიყვანა და ზევით ავიდა.

___ წავიდეთ ბობ!! ახლა საუკეთესო შესაძლებლობა გვაქვს.

___ ოღონდ ჩუმად. არ გაიგონონ.

ამ ჩურჩულში ორივე ზევით ავიდა ბობის ოთახში. ბობმა თავისი ვიდეო კამერა ამოიღო და გადასაღებად მოამზადა.

___ იცოდე,დიდი მეხსიერება არ აქვს და ბევრი არ იბოდიალო.

___ ვიცი… ესეიგი…რას ვამბობ?? სად არის ჩემი სიტყვა?

___მაგიდაზე არ დადე? მიდი დროზე მოძებნე!!

ჯეკსონი მაგიდისკენ გაეშურა, თუმცა გზად რაღაცას წამოედო,თავი ვერ შეიკავა და ძირს დაენარცხა.

___ სულელო რას აკეთებ??__ დაუყვირა ბობმა__ ახლა მამა გაიგებს და ზევით ამოვა…. ადექი ჩქარა!! ჯეკსონი ძლივსძლიობით ადგა,თუმცა უკვე გვიან იყო,მამა კიბეებზე ამოდიოდა.

___ ოჰჰჰ, ყველაფერი გააფუჭე__ ჩაიბუზღუნა ბობმა.

___ რა ჩემი ბრალია შენს ოთახში რომ უწესრიგობაა.

___ კარგი რაც არის არის.

___ ბობ რა ხდება? __ გაისმა მამამისის ხმა.

___ ყველაფერი კარგადაა მამა,წიგნი გადამივარდა …

___ჭკვიანად მოიქეცით დედას სძინავს და არ შეაწუხოთ.

___კარგი მამა. წავიდა… იცოდე ესე მეორედ არ გააკეთო,თორემ…

___კარგი ხომ,გავიგე,ფურცელს ვერ ვპოულობ. სად წაიღე?

___ აიი რვეულში დევს ,მიდი მალე აიღე. ჯეკსონმა ხელი დასტაცა ფურცელს და მოემზადა.

___ აბა ვიწყებთ!! მიდი…

___ მოგესალმებით! მოქმედება ხდება გრინვუდების ოჯახში, სადაც ახლა ვიმყოფები და პატივი მაქვს… უცებ კარადამ გაიჭრაჭუნა. ჯეკსონმა ბობს გახედა…

___არაფერია,განაგრძე__ ჩაიჩურჩულა ბობმა. ჯეკსონმაც თითქოს არაფერი მომხდარიყოს გააგრძელა:

___ დიახაც პატივი მაქვს გითხრათ,რომ ეს არაა ჩვეულებრივი საღამო და ახლავე გაიგებთ რატომაც… ჯეკსონმა გაგრძელება ვეღარ მოასწრო, რადგანაც კარადაში რაღაც ხმა გაისმა… ორივემ შიშით გაიხედეს იქით.

___ შენს კარადაში ვიღაცაა__ წაიჩურჩულა ჯეკსონმა.

___ რას ბოდავ? იქ არავინაა. ბობმა კამერა დასწია და კარადისკენ წავიდა.

___ მოიცა. არ მიუახლოვდე__ დაუყვირა ჯეკსონმა.

___ ხომ უნდა გავიგოთ რა არის, დაიჭირე__ კამერა ჯეკსონს მისცა და თვითონ წინ წაიწია. ნელ–ნელა მიუახლოვდა და ის–ის იყო უნდა გამოეღო კარი, კარადა თავისით გაიღო და მიეჯახუნა მის გვერდით მდგარ საწოლს.

___მოჩვენებააააა!!!!!!! ___დაიყვირა ჯეკსონმა და კამერა ხელიდან გაუვარდა. ამ ხმაზე ბობსაც შეეშინდა და უკან გამოიქცა, სიბნელეში ჯეკსონს ვერ შეხედა და ერთმანეთს დაეჯახნენ. ამაზე ჯეკსონი მთლად გადაირია და ყვირილი მორთო.

___ ბოოოობ!! მოჩვენება ჩემს მოკვლას ცდილობს!!!! დამეხმარე!!!

___სულელო მე ვარ__ ბობმაც ყვირილით უპასუხა და ჯეკსონს ხელი ჩაავლო__უნდა გავიქცეთ სანამ  დაგვიჭერს,ადექი!!

ორივე კარისკენ გაიქცა,მაგრამ ჯეკსონი უფრო ადრე მივარდა სახელურს,თუმცა კარი ვერ გააღო.

___ კარებიც ჩაგვიკეტა,რომ გარეთ ვერ გავიქცეთ,უნდა აქვე მოგვიღოს ბოლოო!! გვიშველეეეეეთ__ განწირული ხმით ყვიროდა ჯეკსონი.

___ მომიშვი!! __დაუყვირა ბობმა__ არ ჩაუკეტავს,ღიაა…

___ მე რატომ ვერ გავაღე__ ლუღლუღებდა ჯეკსონი.

___მოკეტე, გავიქცეთ!!! ორივე გამოვარდა ოთახიდან და კიდეებზე დაეშვნენ,უცებ ბობი ვიღაცას დაეჯახა.

___ მოჩვენებააააა!!!__ გაიქეცი ჯეკსონ თავს უშველე!!!

___ ვერ დაგტოვებ ბობ!!

___ გაიქეცი–მეთქი!!! უცებ შუქი აინთო და ხელში მისტერ გრინვუდი შერჩათ.

___ მისტერ გრინვუდ??

___ რა ამბავია აქ __ დაუყვირა მან.

___ მამა ყველაფერს აგიხსნი. ჩემს ოთახში მოჩვენებაა… კარადაში იმალებოდა და ჩვენი მოკვლა უნდოდა…

___ რა სისულელეებს ლაპარაკობ?

___ რა ხდება ჯორჯ??__ გაისმა დედას ხმა.

___ ოღონდ ეს არა__ ჩაიბურტყუნა ბობმა.__ დედა ჩემს ოთახში მოჩვენებაა და…

___ ხომ გთხოვეთ არ იხმაუროთ და ჭკვიანად მოიქეცით–მეთქი. ბობ!!

___ ვიცი დედა,მაგრამ ის ჩვენს მოკვლას აპირებდა და შენ ეს სრულებით არ გადარდებს…

___ ჯორჯ წადი ნახე რა ხდება ბობის ოთახში. იცოდე ეს ბოლო გაფრთხილებაა ბობ!!

___ დედა…

ჯორჯი კიბეებზე ავიდა თან გაყვნენ დანარჩენებიც. კარი გააღო და შუქი აანთო.

___ კარადაში არა?__ ჯორჯი კარადასთან მივიდა და შიგნით შეიხედა,გასწია ტანსაცმელები და დაათვალიერა იქაურობა.

___ აქ არაფერია ბობ!!

___ კი მაგრამ კარადა თავისით გაიღო და მე და ჯეკსონი შეგვაშინა,მერე კარებიც ჩაიკეტა…

___ კარები არ ჩაკეტილა,შენ ხომ გააღე…

___ ჯეკსონ!!! ყველაფერს აგიხსნით…

___ რა უნდა აგვიხსნა? თქვენმა სისულეელებმა უკვე გადააჭარბა მოლოდინს__უთხრა მისის გრინვუდმა. აღარ გავიგონო სახლში ჯეკსონის დარჩენა, მაპატიე ჯეკსონ, მაგრამ  ზომები თუ არ მივიღე…

___ ჯეკსონი არაფერ შუაშია, მოჩვენება იყო,გეფიცებით…

___ აღარ დაიღალე ბობ? __ამ დროს ლორენის ტირილის ხმა გაისმა__ ხედავ ლორენიც გააღვიძე, 2 კვირით დაისჯები,არ გავიგონო არანაირი პროექტები და საერთოდ მსგავსი სისულელეები,გესმის ბობ??!!!

___ მაგრამ დედა…

___ დასჯილი ხარ!! ხმა აღარ გავიგონო. წავედი ჯორჯ იქნებ ლორენი დავაძინო,შენგან ამას არ მოველოდი ბობ__ და ოთახიდან გავიდა.

___ კმაყოფილი ხარ ბობ?

___ მამა იქ მართლაც ვიღაც იყო,ჯეკსონმაც დაინახა…

___ ჯეკსონ ახლა გვიანია და სახლში ვერ წაგიყვან, მაგრამ ამიერიდან  ბობთან ვერ დარჩები,ახლა დაიძინეთ და ხმა არ გავიგონო… კარადას რაღაცა სჭირს, კარი შესაკეთებელია და ასეთ სისულეებზე  დედა აღარ გააღვიძოთ   და კარი გაიხურა.

___ ოჰჰ__ ამოიოხრა ბობმა__ ჩემი არავის სჯერა.

___ ნუთუ მართლა არავინ იყო შიგნით.

___ ”კარი შენ არ გააღე ბობ??” რას ფიქრობდი ამას რომ ამბობდი?

___ ასე არ იყოო?

___ კარგი დაივიწყე… ახლა დასჯილი ვიქნები და ვეღარაფერს ვერ გავაკეთებთ.

___ რატომ არ სჯერათ უფროსებს,რომ მოჩვენებები არსებობენ?

___ იმიტომ,რომ უფროსები არიან… არ უნდათ პატარების ნათქვამი დაიჯერონ,თუნდაც სიმართლე იყოს.

___ ერთხელ თვითონაც დაინახავენ და მერე მაინც ხომ დაიჯერებენ.

___ ეჰ__ ადგა  ბობი და უცებ ისევ  დაჯდა,რაღაცამ შეაჩერა.

___ მართალი ხარ ჯეკსონ!!! __წამოიძახა ბობმა.

___ რაში ვარ მართალი?? კარგად ხარ?

___ რა თქმა უნდა, სწორია,სანამ თავად არ დაინახავენ არ დაიჯერებ არაა??  ამიტომაც თუ მათ მოჩვენებების არ სჯერათ, ჩვენ  შევეცდებით დავაჯეროთ,რომ ისინი მართლაც არსებობენ…

Advertisements

6 thoughts on “ბობის თავგადასავალი (ნაწილი I)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s