ვარსკვლავური კაპრიზები

მორიგი პოსტი ვარსკვლავების შესახებ…

როგორც ხედავთ ბლოგზე ჭარბობს ამ თემასთან დაკავშირებული პოსტები…

თუმცა ვფიქრობ საინტერესოა ის რასაც მათ შესახებ გიყვებით…

მოგეხსენებათ ვარსკვლავებს ყოველთვის იდეალურის და საუკეთესოს მიღება სურთ,თუმცა ზოგს ზედმეტიც მოსდის და ეს მოთხოვნები და სურვილები კაპრიზებში გადადის.

აქ გაგაცნობთ ვარსკვლავების ყველაზე კაპრიზულ მოთხოვნილებებს.

მაშ ასე:

1953 წლის კანის ფესტივალზე ფრანგი ვარსკვლავი ბრიჯიტ ბარდო მიიწვიეს. სექსსიმბოლოს ნახვა უამრავ ადამიანს ოცნებად ჰქონდა ქცეული. მსახიობმა კი განაცხადა,რომ საზოგადოების წინაშე მხოლოდ მაშინ წარსდგებოდა,თუ შამპანურის აბაზანას გაუმზადებდნენ. 

დროთა განმავლობაში ვარსკვლავების მოთხოვნები კიდევ უფრო გაიზარდა. მათ ზოგჯერ უაზრო კაპრიზებსაც კი უსრულებდნენ.

ასე იყო შერის შემთხვევაშიც: კანის ფესტივალზე საპატიო სტუმრად მიწვეულ შერის ლუქს–აპარტამენტში შპალერი არ მოეწონა და სანამ ვარსკვლავი ჟურნალისტებს აძლევდა ინტერვიუს და ფოტოგრაფებთან პოზირებდა,ნომრის შპალერები გამოცვალეს…

სანდრა ბალოკი სასტუმროს მოსამსახურე ქალს დღეში რამდენიმეჯერ სთხოვს თეთრეულის გამოცვლას.

მომღერალი ბარბარა სტრეიზანდი კი სასტუმროებში მხოლოდ ვარდისფერ ნივთებს __ ხალათს,პირსახოცს, ტუალეტის ქაღალდსაც კი  ითხოვს.

მადონაც მომთხოვნია. სასტუმროში მომღერალი ეგვიპტური ბამბის მოქარგულ თეთრეულს ითხოვს.ასეთი ქსოვილის მხოლოდ ზეწარი სულ რაღა 760 დოლარი ღირს,ხოლო როცა მომღეარალს აუზში ბანაობა მოესურვება,მთელ კომპლექსს ქირაობს.

ჯულია რობერტი და კამერონ დიასი ძალიან ზიზღიანები და ზედმეტად ჰიგიენურები არიან. ჯულია არასდროს ჯდება სკამზე თუ იგი მის თვალწინ სადეზინფექციო ხსნარით არ გაწმინდეს.

კამერონი კარს ხელსახოცით აღებს და თუ ვინმეს ხელი ჩამოართვა,ერთი სული აქვს მოსაუბრეს დაემშვიდობოს,რათა ხელი ანტიბაქტერიული ლოსიონით გაიწმინდოს.

დემი მურსა და ბრიუს უილისს გაყრამდე რეაქტიული თვითმფრინავი ჰყავდათ. როცა ერთ–ერთი გადაღებებზე მიდიოდა,მას მთელი ოჯახი და მოსამსახურეების მთელი გუნდი მიჰყვებოდა. ერთადარეთი რაზეც უილისი წუხდა ის იყო,რომ თავისი ტრანსპორტით ქალაქის ქუჩებში გადაადგილება არ შეეძლო და საცობებში დიდ დროს კარგავდა.

სილვესტერ სტალონე ნაკლებად მომთხოვნია. თვითმფრინავით მგზავრობისას მხოლოდ პირველი კლასის ბილეთს ითხოვს,მაგრამ ერთხელ მასაც შეეყარა ვარსკვლავური სენი და რეისის მოლოდინში,აეროპორტში გოლფის მოედნის მოწყობა მოითხოვა.

ნიკოლას ქეიჯის მაცივარი მკვდარი ვირთხებითაა სავსე. მას სახლში პატარა 2,5–მეტრიანი დრაკონი ჰყავს. ქეიჯის საყვარელი საქმიანობა დრაკონით ტკბობაა,განსაკუთრებით მასშინ,როცა ის აუზში ჭყუმპალაობს ან სადილობს.

ჯეინ სეიმური თავს ლონდონის წვიმის წყლით იბანს. ვარსკვლავისთვის ლონდონიდან ნიუ–იორკში სპეციალური რეისით წვიმის წყალი ჩამოაქვთ,თითოეულ რეისში იგი 12000 დოლარს იხდის.

ფეი დანაუეის რესტორანში სადილობისას თან მიაქვს სასწორი. რათა თითოეული ულუფა ზუსტად აწონოს,რომ ზედმეტი არ მოუვიდეს.

არც ედი მერფის აკლია მოთხოვნები.იგი მსახურებისგან მოითხოვს სახლსა და ოფისში მუდამ ატმის სურნელი იდგეს.

ჟან კლოდ ვან დამს კი საგრიმიოროში ემსახურებოდა ტანსაცმლის მტვრის მფერთხავი,რომელსაც შრომის წიგნაკში ეწერა:” ჟან კლოდ ვან დამის ტანსაცმლიდან მტვრის მფერთხავი”.

ფილმში დაკავებულ დედიკოებს მიშელ პფაიფერსა და მეგ რაიანს საკუთარი შვილები გადასაღებ მოედანზეც მიჰყავდათ. პროდიუსერები ბავშვებისთვის ძიძა–ანიმატორებს ქირაობდნენ და მათთვის საქანელებითა და ატრაქციონებით სავსე გასართობ მოედანსაც აშენებდნენ.

კარიერის დასაწყისში თავისი პოპულარობით კმაყოფილ ტომ კრუზს ორი ლიმუზინი ემსახურებოდა,ერთით მგზავრობდა,მეორე კი ფეხდაფეხ მიყვებოდა,იქნებ მსახიობს თავად მოსურვებოდა მანქანის ტარება…

ეს კიდევ მცირე ჩამონათვალია იმ კაპრიზებისა,რომლებსაც ვარსკვლავები ხშირად მიმართავენ…

თუმცა ისინი ხომ ვარსკვლავები არიან და სრული უფლება და შესაძლებლობა აქვთ ვარსკვლავურად იცხოვრონ…

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s