რატომ ”გაცვალა” ჯეოსელმა რუსთავი 2 იმედში ??

სულ ახლახან იმედზე გამოჩნდა ახალი სატელევიზიო პროგრამის რეკლამა, ამერიკული ”the voice”–ისა  და სხვა მსგავსი გადაცემების ქართული ანალოგი__” ხმა ”.

როგორც რეკლამებიდან შევატყვე საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს და ბევრი ნიჭიერი თუ უნიჭო ადამიანის ყურადღებას მიიქცევს…

მაგრამ ამასთანავე დაუკვირდით იმასაც,რომ გადაცემის წამყვანი დუტა გახლავთ. ხოლო პროექტის ერთ–ერთი სპონსორი__”ჯეოსელი”. 

პარალელურად რუსთავი 2–ზეც დაიწყო ახალი გადაცემის დაანონსება,”საქართველოს ვარსკვლავი” ადრინდელი ”ჯეოსტარის” ზუსტი ანალოგი უნდა იყოს, რადგანაც შინაარსიც იგივე აქვს და რეკლამებშიც ”American Idol”–ის  ეპიზოდებია, განსხვავება მარტო იმაშია,რომ ის უკვე აღარაა კონცენტრირებული  ჯეო_ვარსკვლავების აღმოჩენზე, არამედ უბრალოდ საქართველოს ვარსკვლავების…

 

აქამდე თუ მარტო ჯეომოსახლეობა ირჩევდა ვარსკვლავს ალბათ ახლა სხვებიც შეძლებენ,თუმცა ეს მხოლოდ რუსთავზე,ხოლო როგორც ”ხმის” ახალი წამყვანი დემეტრე სხირტლაძე გვაუწყებს,ჯეოსელი ახლა იმედის ეთერში განაგრძობს ვარსკვლავების აღმოჩენას. ვაღიაროთ,რომ ეს საკმაოდ სარფიანი ბიზნესია (შემოსავლების მიხედვით,რომელსაც გამჭვირვალედ აცხადება რუსთავი 2) და არ ღირდა მისი შეწყვეტა ჯეოსელისთვის,მაგრამ რა მოხდა და რატომ გადაინაცვლა 7  წლის ერთობლივი მუშაობის შემდეგ  ჯეოსელმა რუსთავიდან იმედზე ჯერჯერობით გაუგებარია…

ერთი კი ალბათ აშკარაა,რომ ”ჯეოსტარი” აღარ იქნება და მის ნაცვლად ორი შედარებით  განსხვავებული ფორმატის მქონე გადაცემა გავა მალე ეთერში,ოღონდ სხვადასხვა არხზე…

ამით ჯერ არაფერი არაა არც ნათქვამი და არც გადაწყვეტილი,ყველაფერს მათი ხილვა და შემდგომი განხილვა გვაჩვენებს,ამიტომ მოვემზადოთ 🙂

Advertisements

3 thoughts on “რატომ ”გაცვალა” ჯეოსელმა რუსთავი 2 იმედში ??

  1. ხო გავიგე თუ არა რომ ახალი ხმის წამყვანი დუტა იყო მეც ზუსტად იგივე აზრები გამიჩნდა და დავინტერესდი:))

  2. იმედსა და რუსთავი 2-ს შორის არანაირი განსხვავება არ არის სახელწოდების გარდა. ამიტომ არამგონია ჯეოსელის იმედზე გადასვლას რაიმე სერიოზული ან სკანდალური მიზეზი ჰქონდეს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s