დიდი ცხვირი__ნაკლი თუ სილამაზის საიდულმო?

მოგეხსენებათ ადამიანთან საუბრისას ან მისი მოსმენისას მუდმივად ვაკვირდებით მას,გვინდა თუ არა ეს,უნებურად თუ გამიზნულად და მის სახეზე აღბეჭდილ ემოციებს ვხედავთ.

ჩვეულებრივ,ადამიანს თვალებში ვუყურებთ და ვუსმენთ,მაგრამ ჩემთვის დაკვირვების საგანი სახეზე პირველ რიგში ცხვირია 🙂 ამაზე შეიძლება ვიღაცას გაეცინოს…

არ ვიცი რატომ მაგრამ ჩემთვის ყველაზე ყურადღების მისაქცევი სახის ეს ნაწილი გახლავთ და ამას ყოველთვის ავღნიშნავ. 

საქართველოში ცხვირის დიდი ზომა არავის უკვირს,რადგანაც ქართველები გამოირჩევიან მისი სიდიდით და აქვე ავღნიშნავ,რომ ყველაზე დიდი ცხვირის მქონე პიროვნება,რომელიც გინესის რეკორდსმენი გახდა წარმოშობით ქართველი იყო და საზღვარგარეთ მოღვაწეობდა. აქედან გამომდინარე ეს ახალი ამბავი არც არის,მაგრამ დღესდღეობით ეგრეთწოდებულ ვარსკვლავებში გახშირდა ასეთი ქალბატონების წინა პლანზე წამოწევა და ბევრი გაცილებით უკეთესი გარეგნობის მქონე გოგონები დარჩნენ ჩრდილში.

ყველაზე პირველი ვინც გაგახსენდებათ რა თქმა უნდა არის რუსკა მაყაშვილი,ძალიან ნიჭიერი მსახიობი,რომელიც ხალხს ძალიან უყვარს. თავად თვლის,რომ მისი ცხვირი მართლაც დიდ ყურადღებას იქცევს და მაშინ როცა ”წლის გოგო”–დ  დაასახელეს ეგონა”წლის ცხვირი” უნდა გამხდარიყო. მე მისი საწინააღმდეგო მართლაც არაფერი მაქვს,რადგან იგი თავისი  საქმის პროფესიონალია…  ახლა სულ სხვა პერსონაჟს შევადაროთ,არც მეტ და არც ნაკლებ ”ვეფხისყაოსნის” ერთ–ერთ მთავარ გმირს ნესტან–დარეჯანს,რომელიც სილამაზის ეტალონად არის ნაჩვენები და სულ ვცდილობდი წარმომედგინა ჩემს წარმოსახვაში,როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო,მაგრამ ნამდვილად ვერ დავაკავშირებდი რუსკა მაყაშვილთან,რომელიც მის როლს შეასრულებს…ნუთუ მასზე ლამაზი გოგონა არ მოიძებნება საქართველოში,რომ სილამაზის ეტალონის როლი შეასრულოს?… თუმცა ეს ჩემი პირადი აზრია და მის მსახიობურ პროფესიონალიზმთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს,მაგრამ თუ ნამდვილ სილამაზეზეა საუბარი მის ხილვას ნესტანის როლში არ მივიჩნევ სწორ გადაწყვეტილებად…

შემდეგი ”ვარსკვლავი”,რომელიც ფიქრობს რომ ცხვირის ოპერაცია ესაჭიროება გახლავთ ნუკი კოშკელიშვილი,რომელიც გარეგნობით ნამდვილად ვერ მოიკოჭლებს,აქაც მის ცხვირს თუ არ ჩავთვლით. მე პირადად ადამიანის სილამაზეს სახის ნაკვთებსა და გამომეტყველებში ვხედავ,თუმცა თავად ამ პიროვნებებმა რა დააშავეს,ისინი ხალხმა გახადა ყველაზე ”ლამაზები” და თავად ყოველთვის უარყოფდნენ,რომ ყველაზე ლამაზების ტიტული მათ ერგებოდათ. 

კიდევ ერთი მსახიობი არის ლელა მებურიშვილი,რომელიც სახის იმავე ნაკვთით გამოირჩევა,მიუხედავად იმისა,რომ ძალიან მომხიბვლელია მისი ცხვირის სიდიდე მაინც აშკარად ჩანს. 

აი  თუნდაც ”შუა ქალაქის” მსახიობი ანა ქურთუბაძე ავიღოთ. ისიც იმავე მიზეზით მოხვდა ამ ჩამონათვალში. 

უცხოეთის ვარსკვლავები ამ საკითხში უფრო სხვანაირად შეიძლება მოვიხსენიოთ. ხალხი ბარბარა სტრეიზანდის  დიდი ცხვირის მიუხედავად  მაინც ცდილობდა მას დამგვანებოდა,რადგანაც იგი თავისი ხმით იმდენად ატყვევებდა მსმენელს მის გარეგნობას ყურადღებას საერთოდ აღარ აქცევდნენ.  ან ლეიდი გაგა ავიღოთ,რომელსაც ბავშვობაში სულ დასცინოდნენ დიდი ცხვირის გამო,მაგრამ მან სიმღერის დახმარებით დაძლია ეს კომპლექსი და მის მილიონობით ფანს სულაც არ აინტერესებს მისი ცხვირის ზომა. 

ასეთი მიდგომა ყველაზე სწორია,თუმცა ლეიდი გაგა სილამაზის დედოფლად არ შეურაცხავთ,იგი თავისი შემოქმედების დედოფალია… აი ჩვენთან კი  ვინც წინა პლანზე დგას და ყველაზე ”ლამაზის” ტიტულს ატაერბს, სწორედ მისნაირი ცხვირის ფორმით ან უფრო დიდი ზომით გამოირჩევა. კიდევ ვიმეორებ,რომ მათი შემოქმედების საწინააღმდეგო არც არაფერი მაქვს,თუმცა მათთვის  ყველაზე ლამაზების სახელის დამკვიდრებას არასწორად მივიჩნევ 🙂

Advertisements

19 thoughts on “დიდი ცხვირი__ნაკლი თუ სილამაზის საიდულმო?

  1. მივხვდი რის თქმაც გინდოდა, თუმცა ბევრ რამეში ვერ დაგეთანხმები, მაგალითად რუსკა-დარეჯანზე. ნესტან-დარეჯანი სილამაზის ეტალონი გახლდათ, მაგრამ არავინ იცის როგორი ქალი ითვლებოდა მაშინ სილამაზის ეტალონად, იქნებ სწორედ რუსკას მსგავსი გოგონები მოსწონდათ მაშინ და სწორედ მათ ადარებდნენ მზეს და კიდევ ათას რამეს?! + ამას ნესტანის როლზე რუსკას არჩევა რეჟისორის პრეროგატივაა. მას თავისი ხედვა გააჩნია და მის წარმოდგენაში ალბათ რუსუდანის მსგავსი ქალი არის ნესტან-დარეჯანი. +ამას რუსკამ შეიძლება ისე მაგრად ითამაშოს მაგ როლი, რომ გარეგნობას საერთოდ აღარ მიექცეს ყურადღება.

    ჩემი აზრით, დიდ ცხვირიანი ქალბატონი თავისუფლად შეგვიძლია ჩავთვალოთ და ვაღიაროთ ყველაზე ლამაზად რადგან ხშირად დიდი ცხვირი გარეგნობაში კარგად ზის და იქ რომ მის ნაცვლად პატარა იყოს, შესაძლოა საერთოდ დამახინჯდეს ეს ჩვენი ქალბატონი 🙂 ნუ აქაც გემოვნებაზეა მაინც ყველაფერი დამოკიდებული. თუმცა არასწორია იმის თქმა, რომ დიდ ცხვირიანი ქალი არ შეიძლება იყოს ყველაზე ლამაზი.

    • მეც მივხვდი შენ რასაც გულისხმობ,მაგრამ არავინ იცის მაშინ როგორ ქალებს თვლიდნენ ეტალონებად და დღევანდელობში უნდა ვეცადოთ მის აღდგენას და მე არ ვამბობ რომ დიდცხვირიანი ქალბატონი ულამაზო შეიძლება იყოს,მაგრამ ჩვენთან ყველა ეგეთი ტიპის ქალია წინა პლანზე და უკვე შესაბამისად სილამაზის ეტალონიც,მართალია ეს რეჟისორის გადასაწყვეტია,მაგრამ მე ჩემი აზრი გამაჩნია და სულ ასეთი გარეგნობის გოგონების წინ დაყენება არასწორად მიმაჩნია 🙂

      • წინა პლანზე ყველა დიდი ცხვირის მქონე ქალია? რაღაც არამგონია. რომც იყოს არც ამაშია რამე უცნაური და მითუმეტეს უარყოფითი. რადგან როგორც შენ ამბობ: “საქართველოში ცხვირის დიდი ზომა არავის უკვირს,რადგანაც ქართველები გამოირჩევიან მისი სიდიდით”.

  2. აჰა, ანუ თუ უცხოეთში შეიძლება ვარსკვლავის მიბაძვა მიუხედავად მისი ნაკლისა (საერთოდ არ ვთვლი ნაკლად დიდ ცხვირს), საქართველოში ასეთ ხალხს ზედ არ შევხედოთ?
    ანუ,თუ ვამბობ რომ ბარბარა მაგარი მომღერალია შენ უნდა დამეთანხმო და თუ ვამბობ რომ რუსკა კარგი მსახიობია,შენ უნდა მიპასუხო: კი,მაგრამ დიდი ცხვირი აქვს? =)))

    • ზედ არ შეხედვა კი არა ყველგან ისინი ჩანან… მე უბრალოდ მინდა ნესტანის როლი(რომელიც სილამაზის ეტალონი გახლდათ) მართლაც ულამაზესმა მსახიობმა შეასრულოს და ასეთები ჩვენ ნამდვილად მოგვეპოვება,ყოველ მეორე ფილმში ერთიდაიგივე მსახიობის დანახვა არ მსურს.მე არ მითქვამს,რომ რუსკა კარგი მსახიობია,მაგრამ დიდი ცხვირი რომ არ აქვს არ მომწონს-მეთქი,უბრალოდ ნესტანის როლზე მისი ხილვა არ მიმაჩნია სწორ გადაწყვეტილებად.რაც შეეხება ბარბარას იგი თავის ფანებს უყვარს ძალიან,თორემ ნებისმიერ სხვას შეიძლება მისი სიმღერის მიუხედავად არ მოეწონოს,რუსკა კი საქართველოში მართლაც ძალიან ბევრს უყვარს,მაგრამ მისი დანახვა ყველა ფილმში,ვითომ სხვა მსახიობები არ გვყავდეს ჩემი აზრით არასწორია.ეს ჩემი აზრია და სხვის აზრს პატივს ვცემ მიუხედავად იმის,რომ არ ვეთანხმები მას 🙂

      • გვითხარი სხვა მსახიობებში ვის გულისხმობ ბარემ 🙂 ნესტანი სილამაზის ეტალონი ვისთვის იყო? არ დაგავიწყდეს რომ გამოგონილ პერსონაჟზე ვსაუბრობთ =))
        პ.ს: რუსკა მაყაშვილზე საერთოდ არ ვირევი,მაგრამ არც სხვა უკეთესი კანდიდატურა არ მაგონდება ნესტანის როლისთვის ^_^

      • იმიტომ არ გაგონდება,რომ ეკრანზე სულ ერთიდაიგივე მსახიობებს ვხედავთ და რაც შეეხება ნესტანს, მის გარდა ძალიან ბევრი პერსონაჟი არსებობს და ზოგადად ნაწარმოების ეკრანიზაციის დროს გასათვალისწინებელია თუ ვინ უნდა ჩანდეს ფილმში და როგორაც არის ის აღწერილი ისეთივე წარმოდგენა უნდა შეგვიქმნას ფილმშიც. ეს ჩემი აზრია კიდევ ვიმეორებ და მაქვს უფლება გამოვხატო,ისევე როგორც შენ,ამიტომ ჩემი შეხედულება ასეთია და ნუ ვიდავებთ 🙂

      • არა რატომ უნდა ვიდავოთ,საუბარი ჰქვია ამას და კომენტარები ჰქვია 🙂

  3. Es sheni subieqturi azria romelsac did pativs vcem
    ! … ubralod ucxoetshi tu pataraa cxviriit ariaan dajildovebuli adamiaanebi ess qveynis didi samedicino ganvitarebis damsaxurebaa :DD … saqartveloshic arachveulebriivv plastikur operaciebs aketeben ,magraam ucxoetshi cxviris operacias yoveli meore mainc iketebs da egeti epeqti aranairad ar mikvirss!!! … saqartveloshi ki naklebad , amitom ar vicit chveen sad upro cxovrovs didcxviraa xalxi da sad araa tu ar chavtvlit da yuradgebas ar mivaqcevt samedicino plastikas!!! …. rac sheexeba silamazes chemtvis aranairi mnishvneloba ar aqvs naxats, chemtvis mtavari suliaa … adamianma sakutari angelozi sulit sheidzleba mwvervals miagwios da namdvil silamazed miichnion iiss!! … yvelas sheudzlia gaiketos erti cxviris operacia da absoluturad sheicvalos wutisopeli…. tumca vepxistyaosanis mxriv rac tqvi mag yvelapers ori mxare gaachniaa da ert-erts shen etanxmebi ,mag shemtxvevashi ar vici romel pozicias davicher namdvilad,magraam imashi ki getanxmebi ,rom ruskaze meti lamazi qalbatonebi yavs saqartveloS ! …

    • მერე მე მეტს არაფერს ვამბობ…უბრალოდ ჩვენი ქვეყანა პატარაა და ამიტო მეტი მსახიობი არ გვყავს-მეთქი ვიძახოთ და სხვამ ვერვინ შეძლოს ასეთი როლების მიღება?მართალია უცხოეთში ბევრი იკეთებს ოპერაციას,მაგრამ აქ მე ვინც ჩამოვთვალე უმეტესად მსახიობებია(ქართველები)და თავადვე ამბობენ,რომ ოპერაციას არ გაიკეთებენ,რადგანაც ისინი სხვადასხვა როლების შესრულებისას ძალიან ეხმარებათ,მაგრამ ყველა როლი ერთმა ადამიანმა შეასრულოს,ვითომ მსახიობების დეფიციტი იყოს,ასე ნამდვილად არ შეიძლება 🙂

  4. zogs uxdeba didi cxviri, sharms matebs. ai magalitan ruskas an nukis patara kurnosa cxvirebi rom hqondet isetebi aghar iqnebodnen, rogorebic arian . martalia ruskas silamazit aghfrtovanebuli namdivlad ar var, magram patara, an tundac swori cxvirit uaresi iqneboda:) meorec adamianis saxe, garegnoba proporciulia (umetes shemtxvevashi) hoda rogori zomis cxviricaa swored masetia saxis proporciuli …. araproporciuloba ara mgonia lamazi iyos 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s