DANCE AGAIN…

ბევრი ჟანრის ფილმი არსებობს,მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელია მელოდრამისა და მუსიკალური ჟანრის ფილმები,კერძოდ კი ფილმები რომლებშიც ჩართულია ცეკვის ელემენტები ან მთლიანად დაფუძნებულია ცეკვებზე…ესეც ალბათ იმიტომ,რომ ცეკვა მიყვარს და ნებისმიერ ჟანრს ვაფასებ,რომელიც გამოყენებული იქნება ფილმში,იქნება ეს ბალეტი,ბრეიკი თუ ჰიპ ჰოპი…

მინდა  ჩემთვის საყვარელი რამდენიმე ფილმი გაგაცნოთ,იქნებ თქვენთვის ნაცნობი ან საყვარელი ფილმი იყოს რომელიმე… თითიოეულ მათგანში არის ცეკვაზე სიგიჟემდე შეყვარებული გმირები,რომლებიც მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებენ და ცეკვის საშუალებით გამოხატავენ თავიანთ ემოციებსა და სათქმელს…

1. პირველი რა თქმა უნდა არის თანამედროვე ცეკვის ფილმებს შორის ჩემთვის საუკეთესო ფილმი    ”ნაბიჯი წინ”___”step up” 

იგი მისი სამივე ნაწილით ლიდერობს  და მასში გამოყენებული ცეკვები პროფესიონალების ნამუშევარია,რაშიც თავად დარწმუნდებით.

მის პირველ ნაწილში კლასიკური ცეკვისა და ჰიპ ჰოპის შერწყმაა ნაჩვენები,რომელსაც შესანიშნავად გადმოსცემენ ფილმის მთავარი  გმირები  ჩენინგ ტატუმი და ჯენა დივეინი.

 

2. ფილმის მეორე ნაწილში ”ნაბიჯი წინ_ ქუჩები” თავიდან ბოლომდე ბრეიკის სტილია გამოყენებული და მთავარ როლებს ასევე ნიჭიერი მოცეკვავეები ბრაიანა ევიგანი და რობერტ ჰოფმანი ასრულებენ.  

3. მესამე ნაწილი უკვე   3D ვარიანტშია და ყველა დანარჩენზე უფრო სანახაობრივი და ცეკვებით დატვირთულია. მასში მთავარ როლებს რიკ მალამბრი,შარნი უინსონი და ადამ სევანი ასრულებენ.  

4. ხოლო სულ მალე გამოვა მისი მეოთხე ნაწილი ”ნაბიჯი წინ__ რევოლუცია”. ისიც 3D_თი იქნება წარმოდგენილი და მთავარ როლებს კეტრინ მაკორმიკი,რაიან გაზმანი და ისევ ადამ სევანი შეასრულებენ,

ეს უკანასკნელი კი ნამდვილად ცეკვისთვისაა დაბადებული 🙂  

5. კიდევ ერთი 3D ფილმი გახლავთ ქუჩის ცეკვები___”streetdance”, რომელშიც აგრეთვე გამოყენებულია ბალეტისა და ბრეიკის შერწყმა და ძალიან საინტერესოდაა წარმოდგენილი ყოველივე. მასში მთავარ როლებს ნიკოლა ბერლი და რიჩარდ უინსორი ასრულებენ. 

 ახლახანს გამოვიდა მისი მეორე ნაწილი რომელშიც მთავარ როლებს ასრულებენ ფალკ ჰენტჩენი და სოფია ბოუტელა,რომელიც მაიკლ ჯეკსონის კლიპში  ”hollywood tonight”_ში გადაიღეს და საკმაოდ კარგი გამოვიდა ეს ნამუშევარი. დარწმუნებული ვარ ფილმიც მისი მონაწილეობით ასევე გაამართლებს. 

6. პირველი ფილმი ცეკვის შესახებ ჩემთვის იყო  ”ჰანი დანიელსი”___”honey”. ამ ფილმში მთავარ როლს ჯესიკა ალბა ასრულებს.  

ხოლო მის მეორე ნაწილში კეტ გრეჰემი, რენდი უეინი,ალექსის ჯორდანი და ჯეი ლოს შეყვარებული კასპერ სმარტი თამაშობენ.  

7. ბალეტისა და ჰიპ ჰოპის კიდევ ერთი გაერთიანება ხდება ფილმში ”გადაარჩინე უკანასკნელი ცეკვა”___”save the last dance”.  მასში მთავარ როლს ჯულია სტაილსი ასრულებს. 

ხოლო მის მეორე ნაწილში იზაბელა მიკო თამაშობს,იგი თავისი ცეკვის ნიჭს ფილმში ”coyot ugly”_ შიც ავლენს. 

8.  მომდევნო ფილმი გახლავთ ”footloose”,რომელშიც  ავარიის გამო ცეკვებს კრძალავენ და ფილმის მთავარი გმირები ”dancing with the stars”__ ის გამარჯვებული ჯულიანა ჰაფი და კერი უორმალდი ცდილობენ დაუბრუნონ სოფელს ცეკვები და ხალისი. 

9. მიზნის მიღწვისა და ცეკვისადმი სიყვარულის გამოვლენის კიდევ ერთი მაგალითია” make it happen” .მასში მთავარ როლს ასრულებს მერი ელიზაბეტ უინსტედი,რომელიც ცდილობს ცეკვისა და მუსიკის უნივერსიტეტში ჩააბაროს და ბარის სცენაზე აღმოჩნდება… 

10. და ბოლო ფილმი ამ კოლაჟში არის ”how she move”  რუტინა უესლის მონაწილეობით,აქ კი უმეტესად სტეპის სტილია წარმოდგენილი და საკმაოდ საინტერესოა ფილმის მიმდინარეობა. 

აქ მოცემული ყველა ფილმი საინტერესო და სანახაობრივია,ამიტომ ვისაც მოგწონთ და გიყვართ ცეკვის ასეთი სტილი დატკბით ამ ფილმების ყურებით და   შეიყვარეთ ისინი …

Advertisements

6 thoughts on “DANCE AGAIN…

  1. ამ ფილმებიდან რამდენიმე ნანახი მაქვს, მაგრამ კარგად არცერთი არ მახსოვს :დ ისე ეტყობა, რომ შინაარსით ძალიან გვანან ერთმანეთს და აქ ჩამოთვლილთაგან ერთის ყურება საკმარისი იქნება იმისათვის, რომ სხვების შინაარსიც გაიგო უბრალოდ სანახაობის გამო თუ უყურებ :))))

    • მოდი უყურე და მერე განსაზღვრე,შეიძლება რამდენიმე მათგანი გავდეს ერთმანეთს,მაგრამ თითოეულს თავისი სათქმელი აქვს და სანახაობაზე ხომ აღარ ვამბობ არაფერს 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s