”კაცების შოუ”

უკვე რამდენი ხანია ”ღამის შოუს სტუდია” ჩვენს მოხიბვლას სხვადასხვანაირი  კომედიური თუ გასართობი გადაცემებით ცდილობს. მის ძირითად შემადგენლობას კი  4 სცენარისტი  და ყოფილი”კავეენშიკი” წარმოადგენს: ირაკლი კაკაბაძე,დავით ლაბაძე,ირაკლი ვახტანგიშვილი და გიორგი ჯანელიძე (ამ უკანასკნელის ხუმრობებზე ყველაზე მეტად მეცინება).თავიდან  ჯგუფმა იმედზე ფეხის მოკიდება  ყველასთვის ცნობილი და საყვარელი  სერიალის ” შუა ქალაქში”–ის  სცენარისტობით დაიწყო  და ეს პროექტი ძალიან წარმატებული  გამოდგა.ირაკლი კაკაბაძე ამბობდა:” სულ ვიძახდი,რომ ამერიკული ”Friends”-ის ქართული ვერსია გაგვეკეთებინა და როგორც იქნა შევძელით,ის რომ ხალხს ეს  სერიალი ძალიან შეუყვარდაო”.თუმცა  ამერიკული სერიალის მსგავსად,რომელმაც 10 წელი მაღალი რეიტინიგითა და პოპულიარობით  დაამახსოვრა თავი  ყველას,  ქართული ვერსია დღეს ისეთი ყურებადი  ნამდვილად არ არის. ალბათ ყველას გახსოვთ,თუ როგორ უყვარდა ეს სერიალი ხალხს და დღეს ეს ისე აღარ იგრძნობა  რაც იმას ნიშნავს,რომ ახალმა ვერსიამ  ისე ვერ გაამართლა როგორსაც მოელოდნენ.თუმცა შეგახსენებთ,რომ ეს მათი პირველი წამოწყება იყო და ამაზე არ შეჩერებულან. ამ სერიალის პარალელურად მიდიოდა ”ღამის შოუ”,რომელიც ჩემთვის პირადად ნორმალური გასართობი გადაცემა იყო,თუმცა რა თქმა უნდა  ყველას ისე არ დააინტერესა და რეიტინგიც არ ”უვარგოდა”.ამას სცენარისტები თავადვე აღიარებენ,ამიტომაც  ეს გადაცემა მალევე  დახურა.  ამას კვლავ სერიალი მოჰყვა. არა  კომედიური,თუმცა არანაკლებ პოპულიარული __”გოგონა გარეუბნიდან”. დამახასიათებელი როლებისა და მსახიობების გამო  მაყურებელმა ეს  სერიალი მალევე შეიყვარა და  საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

ის ფაქტი,რომ  ”შუა ქალაქში”–ის  ერთ–ერთი პერსონაჟი ”ირაკლი” ანუ ოთარ ტატიშვილი საზოგადოებამ  ძალიან შეიყვარა,ღამის შოუს ბიჭებმა კარგად გამოიყენეს იმისთვის,რომ ახალი გადაცემის წამყვანობა მისთვის გადაელოცათ. იქნებ ამას მაინც აემაღლებინა რეიტინგი და მართლაც  მე ვფიქრობ  წინა შოუსთან შედარებით ამან ნამდვილად გაამართლა  და უფრო ყურებადი გახდა. არც ის უნდა დავივიწყოთ,რომ მათთან ერთად  სცენარისტი დავით გოგიჩაიშვილიც  ბევრ რამეს  უძღვება,(დღევანდელი ”The vanos show ”  ადრე  ”დავით გოგიჩაიშვილის შოუ” გახლდათ და ძალიან დიდი პოპულიარობით სარგებლობდა) თუმცა ჩვენი სიცილისა და კარგი განწყობის მთვარი ”დამნაშავე” მაინც ეს  4 პიროვნება არის. ამ ჯგუფის  შემოქმედებაა კიდევ  2 ფილმი  ”ერთხელ შუა ქალაქში” და”სიყვარულის ბალადა”,რომელმაც ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა და დიდი სიმპატიებიც დაიმსახურა.

და მივედით ამდენი განხილვის მერე  პოსტის სათაურთან,რომელიც  ღამის შოუს ბოლო  პროდუქტია  და ”კაცების შოუ”  ჰქვია. ამ გადაცემას სამი ბლოკი აქვს:

1) 4ივე  სხვადასხვა თემებს განიხილავენ,რომლებიც თითქოს სცენარისტების დატოვებულია:)  და  საკმაოდ სახალისოა  მათი მსჯელობის მოსმენა.

2) ამ ბლოკში გახლავთ სტუმარი,რომელთან ერთადაც  განაგრძობენ ბევრი სასაცილო  ამბის მოყოლასა და განხილვას.

3) და ბოლო  ბლოკში იქ მყოფ  საზოგადოებას  შეუძლია ნებისმიერი შეკითვხა დასვას   და ისინი შეეცდებიან  უპასუხონ ან განიხილონ ეს შეკითხვა.

რაც არ მომწონს არის მართლა ის,რომ  ისე იცინიან ხუმრობაზე ვერ გაიგებ რას ამბობენ.ეს მინუსია,მაგრამ რასაც ვგებულობ ნამდვილად სასაცილოა. ალბათ ისიც  ცუდია,რომ  ყველანაირი  თემის განხილვა  ხდება შეუზღუდავად და ზოგიერთი რამ ალბათ  არ უნდა შუქდებოდეს…ნუ ეს ჩემი პირადი აზრია,მაგრამ მე პირადად  რასაც ვუყურე  მართლა გამეცინა  და მივიღე  რაღაცა ამ გადაცემიდან,როგორც  ბოლოს ამბობენ,თუ ვინ რა ისწავლა  იმ   კონკრეტული შოუდან,მე ვფიქრობ მართლაა ის,რომ ყოველ კვირას 12 საათზე  ნახევარი  საათით თუ ცოტა მეტით  გამხიარულება არავის აწყენს.ამიტომ ბიჭებს წარმატებას ვუსურვებ  და  კვირას  სახალისო  და სასაცილო  შოუს ველოდები…

Advertisements

11 thoughts on “”კაცების შოუ”

  1. არასდროს მინახავს, ეს შოუ და ამიტომ ვერ შევაფასებ 🙂 “ღამის შოუზე” ვიტყვი, რომ თავიდან ტატიშვილი არ მომწონდა და საერთოდ არ უხდებოდა გადაცემას, მაგრამ ახლა დაიხვეწა 🙂

  2. saertod televizors titqmis ar vuyureeb da ar vici zustaad raa rodis gadis….kacebis shou arc vicodi tu arsebobdaa:DD….. garda shuaqalaqisa me mag bichebis sheqmnils arapers vuyurebdii sistematurad ….. sheidzleba axla itqvas rom am bolo dros gapuchda magraam mashinac ki imas idzaxdnen rom eeg seriaali agaar vargoda rocaa dzveli sastavi tamashobda me ki mag dros vuyurebdi shuaqalaqs da dzalianac momwonda ….. axaalii msaxiobebi kii metaad ver mxiblavs paqtiaa adre uketesi iyoo………ggogona gareubnidanze ki mesmodaa agprtovanebaa sazogadoebis da ramdenimejer mec vuyuree da momewonaa……..aamito arariaan es bicheebii cudeebii aramed dzaliaan magrebi ariaan!!

    • :D:D:D მეც…ყველაზე მეტად მის ხუმრობებზე მეცინება,არადა თვითონ სულაც არ იცინის ხშირად,მაგრამ სხვების გაცინება კარგად გამოსდის :))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s