წინდაუხედავი თუ გამარჯვების მოსაპოვებელი ნაბიჯი…

ვროვიზია  წელს   57-ჯერ  აიღებს  სტარტს, ამჯერად   აზერბაიჯანში, 16 მაისს, სადაც 42 ქვეყანა  გამარჯვებისთვის იბრძოლებს  და  სრულიად ახალ  საკონკურსო  სიმღერებს შემოგვთავაზებს. 

საქართველოს ისტორია ევროვიზიაში  იწყება  2007 წლიდან და იქიდან მოყოლებული  ჩვენც  დიდი  აზარტით ვადევნებთ თვალყურს  კონკურსის  მსვლელობას. 6-მა  ქართველმა წარმომადგენელმა  იგემა ევროვიზიის მარცხი თუ წარმატება,  წელს  კი  ყველაზე  ”მაღალდიაპაზონიანი”  და ამბიციური  ანრი ჯოხაძის ჯერიც დადგა,რომელიც წინა შესარჩევი  ტურიდან გამარჯვებას დაგვპირდა. მის შესაძლებლობებში  ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ  მისივე სიტყვები უნდა გავიხსენო  2008  წელს,როცა  დიანა  ღურწკაიას  ბექებში ყოფნისა  და მე-17 ადგილის მერე  თამამად განაცხადა,რომ  ეს პროექტი სრული  პოლიტიკური  ხასიათის მატარებელი იყო  და  ყველამ იცოდა,  რომ იმ  ევროვიზიას დიმა ბილანი  მოიგებდა. თუმცა როგორც  ეტყობა მაინც განუახლდა  ევროვიზიის დაპყრობის  სურვილი  და  ამჯერად  სოლისტის  როლში  სცადა ბედი.  სიმართლე  რომ ვთქვათ  მის გარდა  არც არავის ჰქონდა  წინაშესარჩევი  კონკურსის მოგების შანსი   და სრულიად სამართლიანად   მოიპოვა ეს გამარჯვება.

გამოხდა ხანი და სიმღერას ტექსტი  დაუწუნეს  და პლაგიატობა  დააბრალეს,  რამაც მისი  ოდნავი  რეკონსტრუქცია  გამოიწვია,თუმცა  ამის გამო კიდევ კარგი, კონკურსს არ გამოვთიშულვართ.

ცოტა ხნის შემდეგ  კი ანრიმ კიდევ ერთი  სიურპრიზით   დაგვაჯილდოვა. გავიხედე  და უცებ  10+10 ის ახალ სეზონში, რომელიც უკრაინაში ტარდება, იქ ამოუყვია თავი  და  თავისი ახალი  ვარცხნილობითა და  ხმით  უკრაინელების  გულის მოგებას ცდილობს.  არ ვიცი, ეს  ხმების  მოსაპოვებელ ერთ-ერთ  საშუალებად  ჩათვალა  თუ სხვა რამედ, მაგრამ ფაქტია ამ პროექტის მეორე  სეზონსაც ამშვენებს მისი ხმა. თუ მართლაც პოლიტიკური  კონკურსია  ევროვიზია  და არ ღირს  მის  მოგებაზე ფიქრი,  უკრაინაში  ფანების  მოსახვეჭად  წასვლა  ტყუილად დროის კარგვა გამოდის  და მეტი არაფერი. თან მითუმეტეს სიმღერაზე ,რომელსაც  უკვე რაღაც  დაუწუნეს , მგონი  უფრო ბევრი  მუშაობა  ჯობია, რათა  ღირსეულად  წარვადგინოთ  ქვეყანა ,თუ მოგების შანსი მაინც არ გვაქვს.

მე მაინც ვფიქრობ, რომ წელს უფრო დიდია  ჩვენი ქვეყნის  წარმატებით  წარმოჩენის  ალბათობა, აზერბაიჯანი _ მეზობელი  ქვეყანაა, ანრი  კიდევ  უძლიერესი ხმის მფლობელი  და რა იცი რა ხდება…

Advertisements

6 thoughts on “წინდაუხედავი თუ გამარჯვების მოსაპოვებელი ნაბიჯი…

  1. თავიდან არ მომეწონა ანრის სიმღერა მაგრამ ეხლა, მას შემდეგ რაც კლიპი გადაიღო, მომწონს და მგონია, რომ ხუთეულში მაინც მოხვდება. თანაც ისეთი შოუს დადგმას გვპირდება რომ… :დ:დ

    • ვნახოთ წელს თუ გაგვიმართლებს და ხუთეულში თუ მოვხვდებით,ყველაფერი წინაა და შევხედავთ რა იქნება,თუმცა მაინც მგონია ანრი უფრო სერიოზულად უნდა მიუდგეს საქმეს და სხვა პროექტებს მერე მიხედოს…

      • ხელს არ უშლის ეს სხვა პროექტები და რა უჭირს. “10+10”-ში მონაწილეობით რა შავდება?

  2. eleqtras davetanxmebi da vityvi rom martlac saqme did gvawls da seriozul midgomas sachiroebs ,magram anri joxadzis propesionalizmi yvelastvis kargadaa cnobili,misi arachveulebrivi da magali diapazoni mgoniaa rom did warmatebebs mogvitans evroviziaze da tavis satqmels anri tavisi xmit yvelgan ityvis!…

    • ანრის პროფესიონალიზმში არც მე მეპარება ეჭვი,თუმცა ვფიქრობ,რომ მეტი დრო უნდა დაუთმოს სიმღერაზე მუშაობას.სხვა პროექტებში მონაწილეობას მერეც მოასწრებს…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s